დღეს პირველი დღეა, რაც პრეზიდენტი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელმაც გლდანის ციხის დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დღეს აიღეს გარკვეული ანალიზები და ტესტები, თუმცა მესამე პრეზიდენტთან ის საკანში შევიდა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრების ოთახში ჩასვლა ვერ შეძლო: საკანში ვესტუმრე იმიტომ, […]
კატეგორია: პოლიტიკა
გლდანის ციხეში რამდენიმე სასწრაფო შევიდა
მიხეილ ცაგარელი _ “სააკაშვილისთვის 6 წლის მისჯა საკმარისი არაა, ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს”
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” მისირჩევები უნდა გაეთვალისწინებინა: – თქვი კიდეც, ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი და უკან გაუშვით-მეთქი. ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნებოდა. ის თუ აქ ჩამოვიდოდა, ყველა ვარიანტში, ეს გაამწვავებდა სიტუაციას, როგორც მოხდა კიდეც. მითუმეტეს – უკრაინის მოქალაქეა და გაუშვებდნენ უკან, დაძაბვა მაინც იქნებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლაა. – მოუწევს […]
„საქართველოს ევროპა აღარ აინტერსებს, რატომ ვხარჯოთ ფული საელჩოში?“ – ესტონეთის ექსპრეზიდენტი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, გამოეხმაურა. “სააკაშვილის მიმართ სასტიკად მოპყრობის შემზარავი კადრებითა და მსგავსი ქმედებებით [გირჩის წევრის, ბორის ყურუას 6 დღიანი დაპატიმრებით], საქართველო იმ გზას მიუყვება, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა მმართველობებმა გაიარეს. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერსებთ. როგორც ჩანს, აღარც საქართველოს”. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის საზღვართან არსებული […]
“გახარია დღეს შეშინებული ბავშვივით იქცევა” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჩანს გიორგი გახარია. – თუ ასე გააგრძელა, მაშინ მესამე ცენტრისა და ალტერნატივის განცდა კი არა, ხალხს გაუჩნდება აზრი, რომლის მომწიფებასაც ხელს უწყობს ხელისუფლება, რომ გახარიას პარტია ნაციონალური მოძრაობის სატელიტია. მე იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, რომელთათვისაც არაა დამაჯერებელი, რომ გახარია ნაციონალების სატელიტია, მაგრამ მოქმედების […]
“სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება. – ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ექსტრადირება მოხდება ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. არ გამოვრიცხავ, ახლა დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს კიევსა და თბილისს შორის. ეს უფრო იქნება არასაჯარო კომუნიკაცია, როგორ მოხდეს გადაცემა ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს. რადას დეპუტატები და […]
„ზელენსკიმ მითხრა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ის უნდა დაიბრუნონ“ – ვახტანგ კიკაბიძე
11 ნოემბერს ენმ-ის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, მსახიობი და მომღერალი, ვახტანგ კიკაბიძე კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა. პრეზიდენტთან საუბრის შესახებ კიკაბიძემ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს მოუყვა. ინტერვიუს მიხედვით, ზელენსკიმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს თავისი მოქალაქე. “მე ზელენსკის დიდი ხანია, ვიცნობ, ეს ორი ახლო მეგობრის ლაპარაკი იყო. მე ვუთხარი: თუ გიყვართ ბრძოლა […]
თაკო ჩარკვიანი – “ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას ანგრევენ”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანი ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი იმ ადამიანებს ებრძვის, რომლებიც სააკაშვილს გვერდით უდგანან: – ეს მას და მის მეუღლეს დიდი ხანია აღიზიანებთ. – ანტიმიშისტებად ჩამოყალიბდნენ? – ეს კომპლექსები აქვთ, აბა რა. სააკაშვილთან ბრძოლაში 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა გაყვეს, მერე სააკაშვილის ჯიბრით „ძალა ერთობაშიას” ეტაკნენ. მერე 20 ივნისს აქციას დაუგდეს მუხტი. მერე იმ […]
ზურაბ ჯაფარიძე სუსიდან ევაკუატორით გაიყვანეს
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდა და ავტომობილში ჩაიკეტა. მას ავტომობილის საქარე მინაზე ბანერები ჰქონდა განთავსებული, რომელზეც მოთხოვნები ეწერა: სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მას […]
ელენე ხოშტარია – “შიმშილობას არ შევწყვეტ, სანამ მიშას მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ”
სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია. ხოშტარიამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. “პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული განცხადება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან […]










