კატეგორია: პოლიტიკა

ლაშა ჩხარტიშვილი: „კალაძე ისე დარბის, პრემიერობას ან პრეზიდენტობას უმიზნებს“

რატომ იზრდება უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმები, რას უკავშირდება კახა კალაძის აქტიური სირბილი ქალაქში, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს, რა საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთ საქართველო გაზაფხულზე? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. – ლაშა, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება და 20 ლარი ხდება. ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? – […]

ნინო ბურჯანაძე – “ვისურვებდი, საქართველოს პუტინის მსგავსი პრეზიდენტი ჰყავდეს”

DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ , რუსეთის პრეზიდენტისადმი სიმპატიებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისურვებდა, საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჰყოლოდა, როგორიც ვლადიმირ პუტინია რუსეთისთვის. ჟანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალაუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, ამიტომ შეუძლებელია, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ეწოდოს. ინტერვიუს დროს კი რამდენჯერმე შეაქო ვლადიმირ პუტინი. – პუტინი არის სერიოზული ადამიანი, […]

კახა კალაძე – “საკადრო ცვლილებებს ორშაბათიდან დავიწყებ”

კახა კალაძე დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგება, თბილისის არჩეული მერი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს: – ორშაბათს საინტერესო დღე იქნება, საკადრო ცვლილებებიც იქნება, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს კი დედაქალაქის მთავრობა არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომას გამართვას და მას ბოლოჯერ უხელმძღვანელებს დავით ნარმანია. ნიუპოსტი

კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელ გიორგი როყვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ოზურგეთში გაუჩინარებული გიორგი როყვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი არც სახლში და არც სამსახურში გამოჩენილა, მას გამორთული აქვს ტელეფონიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ოჯახთან გასაუბრების საფუძველზე, გაუჩინარების ფაქტი არ დასტურდება. კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბში, სადაც მეორე ტურისთვის ემზადებიან, განმარტავენ, რომ გიორგი როყვას “ქართული […]

ნარმანია მერიაში დღეს ბოლო სხდომას გამართავს

თბილისის მერიაში დღეს, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობა ბოლო სხდომას გამართავს. თბილისის მთავრობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი გიორგი როყვა გაუჩინარდა? – შსს ამას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი, გიორგი როყვა გაუჩინარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, ”გაუჩინარება არ დასტურდება”. გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელს 10 საათზე მეტია ვერ პოულობენ. კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში, გიორგი როყვა დღეს გამთენიისას გაუჩინარდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და დაკავშირებას ოჯახის წევრებიც ვერ […]

ირაკლი კობახიძე – ”სამწუხარო მოვლენაა, რომ 20-მდე პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით პარტიების დაფინანსების საკითხი რეფორმირებას საჭიროებს, ირაკლი კობახიძემ სამწუხარო მოვლენა უწოდა იმ ფაქტს რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას 20-მდე პარტია იღებს. – მე არაერთხელ გამიკრიტიკებია და სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ. ზოგადად, […]

რესპუბლიკელები, მრეწველები, ფორუმი და კონსერვატიული პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავენ – დაფინანსებას იძენენ ეროვნულ-დემოკრატები და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის […]

კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას 10 დღიანი ვადა მისცა – ”ან გააკეთებ მიწისქვეშა გადასასვლელებს ან…”

ათდღიანი ვადა მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწყობად – ასეთი დავალება მიიღო თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ახლადარჩეული მერისგან. კახა კალაძემ ნაგავსაყრელად ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები ზოოპარკისადა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაათვალიერა. თბილისის მერმა პირობა დადო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ, მერის დავალების შესრულება მისი მიღებიდან 1 საათში დაიწყო. თბილისში 23 მიწისქვეშა გადასასვლელი უკვე გასხვისებულია. მისი […]

ზაზა ხატიაშვილი – “გიორგი ონიანის ციხეში ჩასმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ის პოლიციელები, ვინც ნარკოტიკების ჩადება აღიარა, სამსახურში დატოვეს”

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას “ნიუპოსტთან” ეხმაურება. ზაზა ხატიაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა. – ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გოგა ონიანმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, 5 პოლიციელი იყო ამ სავარაუდო დანაშაულში ბრალდებული, ის 4 პოლიციელი დატოვეს სამსახურში ონიანის საქმე კი სასამართლოში გამოუშვეს და მოითხოვდნენ, რომ ეს ადამიანი ციხეში ყოფილიყო. ზუსტად ეს არის პოლიტიკური […]