კატეგორია: პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: „რაში აწყობს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ეს ხმაური?!“

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გუშინ, 10 ოქტომბერს საკრებულოს შენობის გარეთ და სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომის წინ საკრებულოს შენობაში მხოლოდ საკრებულოს წვერები და პრესის წარმომადგენლები შეუშვეს. რაც გააპროტესტეს პარლამენტის დეპუტატებმა. რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო ალიბეგაშვილმა? – პირველ რიგში, აქ მთავარი პრობლემა […]

ბოკერია კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

ევროპული საქართველოს წევრები პრემიერმინისტრს პარლამენტში მისვლისაკენ მოუწოდებენ. პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, დროა საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად უპასუხოს. მათი მოთხოვნით, სხდომას საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც უნდა დაესწონ. მთავარი შეკითხვები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებია. პარტიაში საუბრობენ იმაზეც, რომ მათ არაერთხელ დაიბარეს მინისტრები თუმცა უშედეგოდ […]

თენგიზ შერგელაშვილი ტელეიმედზე არ შეუშვეს – “ეს პირადად კალაძის შტაბის გადაწყვეტილებაა”

გუშინ გვიან საღამოს ტელეკომპანია იმედში გაიმართა ტელედებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. მათ შორის არ აღმოჩნდა თენგიზ შერგელაშვილი “შენების მოძრაობიდან”, რომელმაც ფეისბუქზე ეს ამბავი ასე ახსნა: “ტელეკომპანია იმედზე მიმდინარეობს მერობის კანდიდატების დებატები, რომლის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ვყოფილიყავი. ყველა ტექნიკური საკითხი შეთანხმებული იყო. გადაცემის დაწყებიდან ერთი საათით ადრე ტელეკომპანიამ უარი განაცხადა ჩემს დებატებში მონაწილეობაზე. დარღვეულია რამდენიმე კანონი, […]

ადოკატი – „საკრებულოსთან დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება“

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის 12 მონაწილე დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მათთან ადვოკატი იმყოფებოდა, რომელმაც სამი დაკავებულის მონახულება შეძლო. ადვოკატის განცხადებით დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს, რომელიც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, სახისა და ქვედა კიდურების არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. – შევხვდი სამ დაკავებულ პირს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სულ დაკავებულია 12 პირი, სამგორის მაჟორიტარი […]

საქართველოდან სტრასბურის მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

საქართველოდან სტრასბურის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით, ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც ამჟამად სტრასბურში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ლადო ჭანტურიას ასამბლეის 120 წევრმა მისცა ხმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დილიდან დაიწყო ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად […]

”კოტიკო არ წაიყვანოთ!” – თინა ბოკუჩავამ ქმრის დაკავებისას იტირა – ვიდეო

საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა. აქციაზე დეპუტატ თინა ბოკუჩავას ქმარი, ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი, კოტე იოსელიანი დააკავეს. მიუხედავად აქციონერებისა და თინა ბოკუჩავას აქტივობისა – ” კოტიკო არ წაიყვანოთ”, სამართალდამცავებმა დაკავებული მაინც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მეუღლის დაჭერაზე, თინამ ცრემლი ვერ […]

დეპუტატი პაპუაშვილი რუსულ ენას ქომაგობს – ”ნუ ამოვიჩემებთ, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც”

პარლამენტი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართა – რატომ არ ისწავლება ზოგიერთ სკოლაში რუსული ენა? – ზოგიერთ სკოლაში რატომ არ ისწავლება რუსული ენა? ნუ ამოვიჩემებთ ახლა, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც. თქვენი აზრი როგორია? – მიმართა დეპუტატმა განათლების მინისტრის მოადგილეს, […]

გორის მოსახლეობა გამგებელს დაუპირისპირდა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. „ნიუპოსტის“ კორესპონდენეტის ცნობით, გამგებელ ონიაშვილს სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა დაუპირისპირდა. ე.წ. ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა გამგეობა ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და გამგებელს დაპირებების შესრულება მოსთხოვეს. საუბარია ე.წ. ფაბრიკის დასახლების გაზიფიცირებასა და საერთო საცხოვრებლების სახურავების რეაბილიტაციაზე. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მათი პრობლემებით გამგებელი არასდროს არ დაინტერესებულა, მათ კი, უკიდურესად მძიმე პირობებში […]

საია: თბილისის საკრებულომ „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები არ უნდა გადასცეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულომ „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები არ უნდა გადასცეს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, 5 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წერილობით მიმართა თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის განკარგულებების და საკრებულოს ორი განკარგულების პროექტის საფუძველზე, შემდეგი საკითხების გადაწყვეტა ითხოვა: 1. თბილისში, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განაკრგვის […]

ნუკრი ქანთარია: “ვაშლებს დავუკლოთ… კულტურის სამინისტრო ისევ “გერის როლში” რჩება“

დეპუტატი ნუკრი ქანთარია მთავრობისგან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ენის დეპარტამენტისთვის თანხების გათვალისწინებას მოითხოვს. მისივე შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით კულტურის სამინისტრო ისევ “გერის როლში” რჩება. ქანთარიას თქმით, ძალიან მწირია ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებაც: – მთავრობას ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად მინდა მივმართო – ჩვენ ენის კანონი რომ მივიღეთ, რატომ მივიღეთ?! სად არის ამ ბიუჯეტში ენის დეპარტამენტზე გარკვეული […]