კატეგორია: პოლიტიკა

“ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე” – საპროტესტო აქცია კალაძის შტაბთან

“ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე“ – ამ სლოგანით საპროტესტო აქციას საფინანსო-კომპანია „საქართველოს” მიერ დაზარალებულები მართავენ. მეანაბრეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. ისინი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ. როგორც მეანაბრეები ამბობენ, კალაძე მათ რამდენიმე დღის წინ დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მისი დაპირება არ შესრულებულა. – შეგვპირდნენ, რომ ამ პრობლემებზე იმსჯელებდნენ და პრობლემის მოგვარების გზებს […]

მამუკა მდინარაძე – ”უმრავლესობა მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს”

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. – ჩვენი გუნდის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე ემსახურება მორიგ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საუბარია იმ საკითხებზე, […]

ხვალ 4 საათზე ჩემთან გელოდებით – მარგველაშვილი ”ოცნებას” და პარტიებს პრეზიდენტის სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. – მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ […]

სააკაშვილი ოდესაში მიდის

,,ინტერფაქსს უკრაინის” ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 30 სექტემბერს ოდესაში ჩასვლას გეგმავს. როგორც სააგენტოს ყოფილი გუბერნატორის გარემოცვიდან განუცხადეს, ოდესელებთან შეხვედრა ზღვისპირა ბულვარში არის დაგეგმილი. სააგენტოს ინფორმაციით, მათ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციებიდა მიიღეს ცნობა, რომ ,,მოწინააღმდეგეები შეხვედრის ჩაშლას გეგმავენ”.

“ქართული ოცნების” შიდა კვლევაში ზუგდიდში ნაციონალების კანდიდატი ლიდერობს – კონჯარია გოგიას უგებს

“ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ქალაქ ზუგდიდის ხუთივე ზონაში შიდა კვლევა ჩაატარა. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ 30 სოფლის მოსახლეობაც გამოკითხა. როგორც ინფორმირებულმა წყარომ ზუგდიდან გვაცნობა, კვლევის შედეგები „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საღამოს მიიღო, როცა „ტვ.პირველის“ ეთერში მერობის კანდიდატთა ცხარე დებატები მიმდინარეობდა. კვლევის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ლევან კონჯარიას, გამოკითხულთა 37%-მა დაუჭირა მხარი. მმართველი […]

“ეს დოკუმენტი არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კონსტიტუციაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა. ანა დოლიძის თქმით, საქართველომ თანხმობის დოკუმენტის შექმნის ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. – სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ, […]

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა – 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ

პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. 114 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი შედეგით მიიღეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ […]

ირაკლი კობახიძე – ”ოპოზიციის შტურმი დავძლიეთ”

დღეს ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს, გაუძლებს ათწლეულებს და რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. – დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. ჩვენ შეგვხვდა სერიოზული წინააღმდეგობა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი – ჩვენ გვამოძრავებდა რწმენა, […]

ლევან ბოძაშვილმა შვეიცარიაში ელჩობაზე უარი თქვა

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბოძაშვილმა, რომელიც ოქტომბრიდან უნდა შედგომოდა უფლებამოსილების განხორციელებას, თანამდებობა დატოვა. როგორც ცნობილი ხდება, ბოძაშვილმა მინისტრს შესაბამისი პროცედურების დაწყების თხოვნით უკვე მიმართა. ბოძაშვილი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ შესაბამის განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

სკანდალი პარლამენტში – „ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომა დატოვეს

”ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს. როგორც ”ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ. – თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იმსახურებთ, რომ ამ ფარსში მარტო დარჩეთ. ”ევროპული საქართველო” ტოვებს ამ სხდომას, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.