პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ შედგება. – როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს, – განაცხადა ჩუგოშვილმა. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება […]
კატეგორია: პოლიტიკა
მინაშვილმა ოგბაიძეს ხელი ჰკრა
თბილისის საკრებულოს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მინაშვილმა ოგბაიძეს იმის დაკონკრეტება მოსთხოვა, დაუჭირა თუ არა მხარი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს. რეპლიკების გაცვლას მინაშვილსა და ოგბაიძეს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა – მინაშვილმა ოგბაიძეს ხელი ჰკრა.
ნატა ფერაძემ გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი აჩვენა – ”არ გრცხვენიათ, ხომ, გაყიდეთ ხომ ქალაქი?”
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ აქტივისტმა ნატა ფერაძემ სხდომიდან გამოსულ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს შუა თითი აჩვენა. – არ გრცხვენიათ, ხომ, გაყიდეთ ხომ ქალაქი? – დაუძახა ნატა ფერაძემ. გიორგი ალიბეგაშვილმა ხმა არ გასცა და ისე ჩაუარა აქტივისტს. ნატა ფერაძემ კი ალიბეგაშვილი ღმუილით გააცილა და რამდენჯერმე მშიშარაც უწოდა.
ელენე ხოშტარია საკრებულოდან პოლიციამ გამოაგდო
“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. სამართალდამცავებმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვის დაყენებას მოჰყვა. საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯეკათ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ […]
ზაზა ხატიაშვილი – “კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?”
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კალაძეს შანსი არ აქვს, დედაქალაქის მერი გახდეს. ხატიაშვილმა ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს მოუწოდა კოალიცია შექმნან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გაყალბდეს. “კაცი, რომელიც დაზარალებულებს არ ხვდება, ის ადამიანი თბილისელებისთვის […]
ალეკო ელისაშვილი – “ივანიშვილს გონია, რომ თბილისი არის მისი ყანა”
თბილისის ცენტრში ტერიტორიების ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას მტაცებლობას უწოდებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს თბილისი საკუთარი ყანა გონია და ამაში მას „ქართული ოცნებაც“ უწყობს ხელს: „ეს არის ივანიშვილილს მტაცებლობა ქალაქის მიმართ, ერთი რომ ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნების გარეშე თბილისის ცენტრში, თავისუფლები მოედანზე უნდა თავისი სასტუმროსთვის პარკინგის აშენება, მეორე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე […]
დააკავებენ თუ არა მეუფე პეტრეს და მეუფე დიმიტრის
ნიკოლოზ მჟავანაძე: “ოხანაშვილი საპატრიარქოს არაფორმალური მმართველი იყო” რა კავშირი აქვთ ნაციონალებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან, ვის უნდოდა პატრიარქის იზოლაციაში მოქცევა, უნდა ველოდოთ თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკავებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – სოსო ოხანაშვილი არის მეუფე დიმიტრის სიძე, დეკანოზი გიორგი მამალაძეც მეუფეს კადრად ითვლება. თავიანთი […]
ირაკლი კობახიძე მზადაა, პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდეს
პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავადაც შეხვდეს. – თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა,- განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრას, კობახიძის თქმით, მას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება. […]
მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მეუღლეს მთავრობამ 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მეუღლის ფირმას საქართველოს მთავრობამ ლობისტური საქმიანობისთვის, 2016 წელს 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა. კომპანია “რეს-საზოგადოებრივი და კორპორატიული ურთიერთობები” საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში უნდა დახმარებოდა. ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე, არმინ ჰუტენლოხერი ამ ფირმის 100%-ის მფლობელია. „მედიატორის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების […]
თინა ხიდაშელი – ”მოვა ახალი უმრავლესობა და ისევ თავდაყირა დადგება ყველაფერი”
პარლამენტის მიერ კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ თინა ხიდაშელმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”ჟურნალისტი რომ ვიყო, დღეს გავაკეთებდი გრძელ სიუჟეტს “საქართველოს ახალი ისტორიის დაწყების” შესახებ გამოსვლებზე, რომელსაც ყოველ ჯერზე კონსტიტუციის კენჭისყრისას მგზნებარედ გვამცნობენ ხოლმე პარლამენტის ტრიბუნიდან! ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ყოველთვის, აგრესიულად ცინიკური, დარბაზში მარტო დარჩენილი საკონსტიტუციო უმრავლესობა, მქუხარე ტაში, ბატონი ოქრიაშვილიც კი ისევ […]










