კატეგორია: პოლიტიკა

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი უთხრა

საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისთვის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნაზე. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა. – საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ რომ პირველ რიგში კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი, მათ შორის კი მთავარი არის ის, რომ ის არ არის თანხობის დოკუმენტი. ამავედროს პროექტის შემუშავება მოხდა […]

გიორგი ანდრიაძე – “უჩა ნანუაშვილი გიულენთანაა დაკავშირებული”

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის ფონზე, ლაზების საქმის იგნორირებაში ადანაშაულებს და ეჭვობს, რომ უჩა ნანუაშვილი თავად არის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული. აღნიშნული განცხადება ანდრიაძემ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში გააკეთა: „მე მიკვირს, საზოგადოების ეს ორმაგი დამოკიდებულება. მაგალითად, სახალხო დამცველი ლამის ისტერიკაშია ჩავარდნილი ემრე ჩაბუქის საქმეზე და ხმას არ იღებს […]

”მერაბიშვილი პოლიციის შენობის გახსნაზე უნდა მოეკლათ, ვარშალომიძე კი – ბათუმში” – რას ყვება საიდუმლო აგენტი ალექსანდრე სამუშია

სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტმა „კურიერს“ ინტერვიუ მისცა. პატიმარი გლდანის ციხიდან დუმილს არღვევს და ჰყვება რა დავალებებს აძლევდნენ მას ოკუპირებულ აფხაზეთში. მისი თქმით, სია გრძელი იყო, რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსანდრე სამუშიას დიდი ფულის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და ლევან ვარშალომიძის ლიკვიდაციას სთხოვდა. სცენარი გაწერილი იყო: მერაბიშვილი პოლიციის შენობის გახსნაზე უნდა მოეკლათ, ვარშალომიძე კი – ბათუმში. პატიმარი, […]

დავით მათიკაშვილი – ”დავით უსუფაშვილმა ბიუჯეტიდან 400.000 ლარი გაფლანგა”

– ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნის ფონზე ვერ მივიღებთ კრიტიკას პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ”შენების” მოძრაობის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას. – ვენეციის კომისიის ცალსახად პოზიტიური დასკვნის ფონზე ნამდვილად ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში […]

მარგველაშვილი – ”ოკუპირებულ ერედვში რუსების ფულით ქართველ დევნილთა სახლების დანგრევა ქართული კვალის წაშლას ისახავს მიზნად”

საქართველოს პრეზიდენტის ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის […]

კახა კალაძემ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა – “ავტომობილის გარეშე”

თბილისში საერთაშორისო დღე “ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ველორბოლა გაიმართა. ამ დღის მიზანია, მოქალაქეებმა ავტომობილით ნაკლები იმოძრაონ, გაუფრთხილდნენ გარემოს, იარონ ფეხითა და ველოსიპედით. ველორბოლა პეკინის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით გაგრძელდა და მასში პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. – ჩვენს ქალაქში არის ძალიან დიდი პოტენციალი და არის ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისა, რომ ველოსიპედის გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ოღონდ, მთავარია ინფრასტრუქტურა […]

სოსო შატბერაშვილი: „ამომრჩეველს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც ნაციონალური მოძრაობა“

აქტუალურ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილს. – მთელი რიგი გარემოებების გამო ხელისუფლების ოპონენტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დღის წესრიგში დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი.. – რაც პოლიტიკაში ვარ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა სულ მესმის. ეს აქტუალური იყო გამსახურდიას და შევარდნაძის მმართველობის დროსაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოთხოვნა მხოლოდ […]

თინა ხიდაშელი თამარ ჩუგოშვილის წინააღმდეგ – ”ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია…”

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას თინა ხიდაშელი ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: ”ეს პოსტი ისტორიისთვის არის და კიდევ ფბ-ს მემორისთვის. ამასთანავე მძიმე პოსტია. ისტორია კი 1993 წელს დაიწყო, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნის პირველივე მცდელობისას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ დათო უსუფაშვილმა ხელი არ მოაწერა შევარდნაძის დავალებით ერთ ღამეში შეცვლილ, ე.წ ჩიკაგოს ვერსიის გაფუჭებულ […]

ირაკლი სესიაშვილმა თბილისში მიწის ნაკვეთი თვითნებურად მიისაკუთრა

 პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა, რის შედეგადაც საბურთალოზე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30.694 ლარად იყიდა. აქედან ერთი ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული. 2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული 326 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების […]

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე ”ოცნების” სიაშიც კი ვერ მოხვდა _ ”ძალიან გულნატკენი ვარ”

მას შემდეგ,  რაც „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის  ორგანიზაციის პარტიული სია გასაჯაროვდა, აღმოჩნდა, რომ  საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ამავდროულად, პარტიის ხელმძღვანელი გოგი ხელაძე თამაშგარე მდგომარეობაშია. არადა, ბევრი, ხელაძეს მომავალ საკრებულოში,  მინიმუმ, თავმჯდომარის მოადგილეობას უწინასწარმეტყველებდა. ამ ეტაპზე თავად ხელაძეს არ სურს ამასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი _ რატომ და ვისი გავლენით ვერ მოხვდა პარტიულ სიაში, თუმცა, არ მალავს, რომ […]