საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით. – ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3.400-დან 8.500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, – დასძინა ადვოკატმა. დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის […]
კატეგორია: პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი პასპორტი, რომელიც მომპარეს პეტრო პოროშენკოს აქვს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტი, რომელიც მას მოპარეს, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აქვს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, სასტურმო „ლეოპოლისთან“ განაცხადა, მაშინ, როცა უკრაინელი მესაზღვრეები სასტუმროში მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის გადასაცემად მივიდნენ. – ჩემი ძალიან სანდო წყაროსგან ინფორმაცია მივიღე და ოფიციალურად ვაცხადებ, […]
სააკაშვილი: “კიევში ხალხთან ერთად ჩავალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს”
ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით ის უკრაინის დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩავა, მას შემდეგ რაც ის რეგიონებში და სოფლებში უკრაინელ მოსახლეობას შეხვდება და გაეხნობა იმ მოთხოვნებს რაც მათ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ. სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ხალხთან ერთად ჩავა ის კიევში და შექმნის ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს:„კიევში გავემგზავრები მას შემდეგ […]
დავით საყვარელიძე: „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და დაკავებები დაიწყო“
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. – ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო […]
სააკაშვილი და ტიმოშენკო „მიროტვორეცის“ ნუსხაში შეიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, უკრაინული საიტის, „მიროტვორეცის“ ნუსხაში შეიყვანეს. უკრაინული საიტი „მიროტვორეცის“ , რომელიც ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის შემცველი ქმედებების კვლევის ცენტრს ეკუთვნის, განმარტავს, რომ ამის მიზეზი 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო გადაადგილების ორგანიზება და ასევე, სხვა პირებთან […]
ირაკლი სესიაშვილი: „ჩვენი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“
– ჩვენი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტი კიდევ ერთხელ შეაფასა. სესიაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა საქმეა და მიხეილ სააკაშვილი საინტერესო ქართული მხარისთვის მას შემდეგ გახდება, რაც მისი ექსტრადირება მოხდება. […]
„პოროშენკოს სურს სააკაშვილი ქვეყნიდან გარიყოს“
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადები, უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მიერ დაწყებული გამოძიება სააკაშვილის უკრაინაში შესვლასთან დაკავშირებით ფარსია, რადგან დანაშაული თავად ხელისუფლებამ ჩაიდინა. – პირველ რიგში თუ ვინმემ კანონი დაარღვია ეს უკრაინის ხელისუფლებაა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მავთურხლართები მოაწყო და მოახდინა შეიარაღებული მესაზრვრეების შეკრება, მოაწყო სამხედროების კორდომენი მშვიდობიანი მოაქალაქეებისა და იმუნიტეტის მქონე პირების მიმართ, ამიტომ ყველა გამოძიება […]
მარგველაშვილი ოპოზიციას – ერთად დავწეროთ კონსტიტუციის ცვლილებების ჩვენი პროექტი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. ქვეყნის პირველი პირი ადმინისტრაციაში შეკრებილებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და “ქართულ ოცნებას” შესთავაზონ. – უკვე არსებობს რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ […]
ნიკა მელია – “ყაჩაღი კეზერაშვილი ივანიშვილს შეეკრა და ბოკერიას პარტიას აფინანსებს”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის სურვილი იყო რომ ენმ დანგრეულიყო. როგორც მელიამ “ტვ.პირველის” ეთერში განაცხადა, რომ კეზერაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნისას სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები. – არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობაშ“ წლების წინ […]
დავით უსუფაშვილი: „სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს“
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მიუხედავად სირთულეებისა, სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მაინც შეძლო. აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უკრაინა სააკაშვილთან ფრთხილად უნდა იყოს: – მე დიდი ხანია ვამბობ და ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ სააკაშვილთან სჯობს ფრთხილად იყოთ-თქო. სააკაშვილი ჩამოყალიბდა […]










