კატეგორია: პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილმა ალეკო ელისაშვილს 10.000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარება შესთავაზა

მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი სთავაზობს. საუბარია იმ ფაქტზე, რომ ცესკო-ში რეგისტრაციითვის ერთი კვირის ვადაში ელისაშვილმა 10 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. – დღეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონში შეტანილ […]

გია ბარამიძემ ტაბაწყურის ტყეში ხელი მოიტეხა – პოლიტიკოსს ოპერაციისთვის ამზადებენ

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ჰოსპიტალიზებულია. მან გუშინ ბორჯომის ხეობაში, კერძოდ, ტაბაწყურის ტყეში, ხელი მოიტეხა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბარამიძე ტყეში უკრაინელ სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ის მეგობარ ქალს ხეობას ათვალიერებინებდა, როდესაც ცხენიდან გადმოვარდა და ზედა კიდურზე დაზიანება მიიღო. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ყვება, რომ პოლიტიკოსი ხელის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს. გია ბარამიძე კლინიკა „ტრავმატოლოგში“ არის მოთავსებული. მას […]

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის […]

ირაკლი სესიაშვილი: „დივერსიის ვერსია არსებობს, ამას გამოძიება დაადგენს“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბორჯომის ხეობის სტიქიასთან დაკავშირებით დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ სესიაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს თუ რასთან გვაქვს საქმე: – გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, თითქოს შესაძლოა საქმე გვქონდეს დივერსიასთან, მართლაც არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილებში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველიც შესაძლოა საერთოდ არც არსებობდა, ამიტომ […]

“პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო”

ზვიად კუპრავა: “რუსეთი დივერსიებზე გადავიდა” რა კავშირშია გახშირებული ხანძრები კრემლის პოლიტიკასთან, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რა მესიჯი მოვიდა მოსკოვიდან, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთ ვერსიად რუსული დივერსიაც სახელდება. თქვენ რას ფიქრობთ დივერსიის ვერსიაზე? […]

კვირიკაშვილმა მარგველაშვილს ჯარის გამოყენება სთხოვა ხანძრის ჩასაქრობად – პრეზიდენტი დათანხმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი […]

აშშ-ის საელჩომ საქართველოსთვის დახმარების თხოვნით ევროპაში ამერიკულ სარდლობას მიმართა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით ამერიკის საელჩოს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს მთავრობასთან და საელჩომ დახმარების თხოვნა უკვე გაუგზავნა ამერიკულ სარდლობას ევრობაში: – მქონდა მჭიდრო კავშირი მთავრობასთან გუშინაც და დღესაც. ძალიან რთულია ამ ხანძრის ჩაქრობა. ჩვენ, როგორც პარტნიორ ქვეყანას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და დავეხმაროთ. გავაგზავნეთ მოთხოვნა და დახმარება ვთხოვეთ ამერიკულ სარდლობას ევროპაში, […]

ირმა ნადირაშვილი – ”მთავრობამ მოქმედება დააგვიანა, კრიზისების მართვის საბჭომ სრული უუნარობა გამოავლინა”

მთავრობამ დააგვიანა მოქმედება, კრიზისების მართვის საბჭომ გამოავლინა სრული უუნარობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით განაცხადა. ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსახლეობის დასახმარებლად. – პირველ რიგში, ყველა მეხანძრე და პოლიციელი, რომელიც ამ წუთებშიც კი იქ მუშაობს უნდა გრძნობდეს საზოგადოების მხარდაჭერას და ჩვენ ამ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვითარება ახლაც […]

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს ”საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. საარჩევნო კანონმდებლობაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ”ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი […]

 გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. აღნიშნული დოჯკუმენტი კონტრასიგნაციისთვის გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციას გაეგზავნა.