საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მიემგზავრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ამასთან, პრემიერის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
კატეგორია: პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა
რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს. პარტიებმა მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინეს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი – დიმიტრი ლორთქიფანიძე. – ჩვენ ადგილობრივი არჩევნების წინ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ არჩევენებით უნდა დაიწყოს ივანიშვილის არაფორმალური მართველობის დასრულება. იმედი მაქვს, საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს […]
გოგი ლორთქიფანიძე: „პოლიტიკურად ცხელი სექტემბერი გველოდება“
თავის გადასარჩენად პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ერთმანეთი სჭირდებათ – ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული რეალობისგან დიდად განსხვადება: „ქართულმა ოცნებამ“ არ ან ვერ შეძლო, პროცესები სასიკეთოდ წაეყვან და სახელმწიფოს აღმშენებლობის შანსი გამოეყენებინა. მან არჩია, ძველი რეალობა საკუთარ თავზე მოერგო და იმ ჭაობში, რომელიც წინამორბედმა დაუტოვა, კომფორტულად ჩაფლულიყო. ამ რეალობამ კი ბუნებრივად […]
პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს.ამის შესახებ ,,ნიუპოსტს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს. არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი 27 ივნისს გამართა. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება, თუმცა არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტი, აგვისტოს ბოლოს, ანუ 60 დღით ადრე გამოიცემოდა. მარგველაშვილმა მაშინ განმარტა,რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია, თუმდაც შარშანდელი […]
მეგი გოცირიძე: “ნეტავ დაიჭირონ სააკაშვილი!”
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილის დაკავებისკენ მოუწოდებენ. ყოფილ დეპუტატ მეგი გოცირიძის თქმით, ვერც უკრაინისა და ვერც საქართველოს პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ვერ გაბედავენ. მისი დაკავების შემთხვევაში გოცირიძე ორივე ქვეყანაში არეულობას პროგნოზირებს. რატომ გამოვა ხალხი ქუჩაში და ვისი დავალებით დასდევენ სააკაშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მეგი გოცირიძე ესაუბრება. – ნეტა დაიჭირონ და მერე […]
გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ
ლევან ხაბეიშვილი: “აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას” საქართველოს მთავრობის მეთაურ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურაშიც აპირებს განცხადების შეტანას. როგორც ხაბეიშვილმა “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, ეჭვებს მთავრობის მეთაურის განკარგულება იწვევს, რომლის მიხედვითაც, 62 მუნიციპალიტეტს სასწრაფო წესით უნდა შეეძინა სათვალთვალო კამერები. – მთავრობის განკარგულებით, 62 მუნიციპალიტეტს დაევალა კამერების შესყიდვა. კამერების […]
დაჩი ცაგურია – ”ირაკლი პეტრიაშვილი პირად ბოღმას ანთხევს ჩემზე”
„საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია გაფიცული რკინიგზელების მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს არასერიოზულს და არარეალურს უწოდებს. – ეს ბრალდებები არის ძალიან არასერიოზული. ყოველგვარ აზრს არის მოკლებული მათი ეს განცხადებები. პეტრიაშვილი თავის ამ პირად ბოღმას ამ ფორმით ანთხევს ჩემზე, რომ დასვა აქ თავისი თანამშრომლები, რომლებსაც თავად უხდის ხელფასს და ისინი არ არიან რკინიგზის […]
“ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა”
– აგვისტოს თვეში საქართველო ახალ რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვინ და რა ფორმებით აპირებდა ამის განხორციელებას, ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი ლამაზი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ამ ინფორმაციასაც სრულად ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაც ხმამაღლა არ უნდა თქვა. რამდენიმე ხნის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ რუსეთის და […]
გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა”
– მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთიანი შეხედულება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკითხზე მსჯელობა სხვა ფორმატში ქვეყნის ფარგლებს […]
კახა ოქრიაშვილი: ”მაჟორიტარული არჩევნები რომც გაუქმდეს, უმრავლესობიდან მაინც არ წავალ”
– კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ კონსტიტუცია იყოს ხარისხიანი. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, დარჩება თუ არა ოქრიაშვილი უმრავლესობაში იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება საარჩევნო სისტემა. დეპუტატის განმარტებით, ის არის და დარჩება უმრავლესობაში. – გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული […]










