– თუ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ მიატოვებს თავის ოპოზიციურ მოღვაწეობას, მას საქართველოში ექსტრადიცია ელოდება, რის შესახებაც მოლაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და საქრთველოს ხელისუფლებას შორის უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა. – ამაზე უკვე ყველა საუბრობს – თუ სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის ოპოზიციურ […]
კატეგორია: პოლიტიკა
შაშკინი: ”2012 წელს კახეთში რუსეთის შემოჭრას გადავურჩით”
ავსტრიაში, ჩეჩენი მებრძოლის მუჰამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო ლაფანყურის მოვლენებისას. აღნიშნულის შესახებ იბრაგიმოვმა თავად ისაუბრა. „ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინის თქმით, ყოფილი ხელისუფლება იმ ყველაფერზე, რაც ავსტრიის სასამართლოში ითქვა, საუბრობდა, მაგრამ ახალი მმართველი გუნდი ამ ყოველივეს უარყოფდა. – ის, რაც მოხდა ავსტრიის სასამართლოში, […]
სალომე ზურაბიშვილი – მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმის მომხრე არ ვარ
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმის გამოცხადების მომხრე არ არის. როგორც ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა განუცხადა, მსგავსი ფორმით კანონის მიღება რაღაც ყალბი დაცულობაა. – ყველანაირი შეზღუდვების და ამ საკითხის მართვის მომხრე ვარ, რადგან საქართველოსთვის მიწა მწირი რესურსია და ეს თემა ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ ამ ტიპის აკრძალვის მომხრე არ ვარ, […]
ლაფანყურის საქმის სკანდალური აღიარება – ავსტრიაში დაკავებული მებრძოლი მუჰამედ იბრაგიმოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო
ლაფანყურის სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჟამად ცნობილი გახდა ლაფანყურის საქმეზე ავსტრიაში დაკავებული მებრძოლის, მუჰამედ იბრაგიმოვის (იგივე აბუ ჰამზა, როგორც ის ავსტრიაშია ცნობილი), სკანდალური აღიარება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო. იბრაგიმოვის თანამებრძოლი იყო ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის“ წარმომადგენელი აჰმედ ჩატაევი, რომელიც საქართველოს ციხიდან პოლიტპტიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება […]
ცხინვალში 3.000 რუსი სამხედრო განგაშზეა მობილიზებული
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3.000 რუსი ჯარისკაცია განგაშზე მობილიზებული. სარდლობამ განგაში საშტაბო-სამეთაურო სწავლების ფარგლებში გამოაცხადა. რუსეთის სამხეთის სამხედრო ოლქში მიმდინარე წელს 40-ზე მეტი განგაშია გამოცხადებული. 2008 წლის 26 აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს დაასრულა გასვლა, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დატოვა აფხაზეთსა და […]
თამარ ჩუგოშვილმა ”ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება აღიარა – საარჩევნო სისტემაზე ვერ ვთანხმდებით
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის ნაწილი მომხრეა, მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. – ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე […]
ნაციონალების თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნებიან
ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში, პირად საუბრებში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ დღეს შეჯერდა. ნიკა მელია იქნება ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერიც. არსებული ცნობით, უდუმაშვილისა და მელიას წარდგენა მომავალ კვირას მოხდება.
„კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაული ცოცხალია“
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში ტყვედ ჩავარდნილი მფრინავის, იოსებ ოსორაულის, შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას კვლავ ავრცელებს. ამჯერად მათ ეს ინფორმაცია იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე განუცხადეს. სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე, რომელსაც კონგოში მყოფ ქართველებთან აქვს კავშირი, “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ იოსებ ოსორაულის ბედს უკვე პოლიტიკა წყვეტს. – ოსორაულის დაღუპვის შესახებ ცნობა სიცრუეა. თქვენ არ მოგისმენიათ ვიდეოს […]
გიგი კალანდაძე: „ქართული ოცნება” ანგრევს შეიარაღებულ ძალებს“
საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანმიმართულ ნგრევაზე საუბრობს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ქართულ ჯარში არსებულ ვითარებაზე მან ერთი წლის წინაც გააკეთა სკანდალური განცხადება. მისი თქმით, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს საიდუმლო ობიექტებზე დაუშვეს ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი, რომელმაც ეს ობიექტები ვიდეოზე გადაიღო და რუსეთს გადასცა. ამ საქმის გამოძიების პირობა დადო იმ დროს თავდაცვის მინისტრის პოსტზე […]
გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდება
დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ვიზიტი ყაზახეთში. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულან ნაზარბაევის სასახლეში გაიმართება. საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე […]










