კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი მღებრიშვილმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი მოხსნა – ის ბათუმის მოვლენებს შეეწირა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობა ბათუმის მოვლენებს შეეწირა. ამის შესახებ, 11-12 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული პირების ადვოკატებმა განცხადეს. მათი თქმით, ამირანაშვილი აქციის ღამეს ბათუმში იმყოფებოდა და პროცესებს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ არაეფექტური ხელმძღანელობის გამო თანამდებობიდან კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. ადვოკატები აჭარის პოლიციის სამმმართველოს უფროსის ლაშა გოგნიაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ. 9 ივნისს, […]

კახა ოქრიაშვილი და მაჟორიტარები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ

ვენეციის კომისიის დასკვნით თავზარდაცემულ “ქართულ ოცნებას” გუნდის შიგნითაც შეექმნა პრობლემები. საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიამ შესაძლოა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო ხმები ვეღარ მოაგროვოს. მაჟორიტარი დეპუტატები, მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობას ითხოვენ. მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აპირებს. პროპორციულ სისტემაზე ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა გადავსულიყავით, მაგრამ მაშინ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ნამდვილი ამბოხება მოაწყვეს. მათი ნაწილი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, […]

ანა დოლიძე: ”ირაკლი კობახიძის ბრალდებები აბსურდულ ხასიათს იღებს”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან წამოსულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელდა მედიაში. ანა დოლიძის თქმით ეს არის მცდელობა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებების კრიტიკული შინაარსი გადაიფაროს. – ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბატონი კობახიძის მხრიდან სრულიად უსაფუძვლო ბრალდება პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით, ეს ბრალდებები აბსურდულ ხასიათს […]

“თანხმობა ჯერ არ მიმიცია, არ არის იოლი გადასაწყვეტი”- უდუმაშვილი ენმ-ს შეთავაზებაზე

ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყეტილებას მიიღებს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე მერის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. – გადაწყვეტილება ჯერ არ გამომიცხადებია და არც თანხმობა მიმიცია. ეს არ არის იოლი გადასაწყვეტი, რამდენიმე დღე დამჭირდეს მოსაფიქრებლად, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, “კურიერის” მთავარ გამოშვებას […]

ვენეციის კომისია – არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი

არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი – მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია აღნიშნული. ამ კონტექსტში ვენეციის კომისია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებასა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. – საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სპეციალურ პრეს-ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახური, როგორც წამყვანი უწყება ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. – მას დღესაც ყოველდღიურ რეჟიმში […]

სტოლტენბერგი – ”რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის, ნატოს კარი ღიაა”

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის აცხადებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და შესაბამის რეფორმებს ატარებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა le figaro -სთან ინტერვიუში ისაუბრა. – მონტენეგრო 5 ივნისს გახდა ნატოს 29-ე წევრი, რუსეთი ამ პატარა ბალკანურ სახელმწიფოს დაპირდა, რომ მის წინააღმდეგ „საპასუხო ნაბიჯებს“ გადადგამს. მონტენეგროს ალიანსში შესვლით ნატოს კარი […]

საია – მიწის გასხვისების კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისეის კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. – ეს არ არის უცხოელებისთვის დაწესებული რეგულირება, ეს იქნება ბლანკეტური აკრძალვა და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვაზე, როდესაც პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელი მაინც ვერ გახდება მიწის მესაკუთრე. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, არა მარტო იმ თვალსაზრისით, […]

კვირიკაშვილი – საქართველოში მიწის ყიდვას მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეძლებს

– მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა. – ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი, სასოფლო-სამეურნეო […]

ივანიშვილი შეიძლება კალაძის მერობას არ დათანხმდეს

პარტიებმა აქტიურად დაიწყეს თბილისის მერობის კანდიდატების დასახელება. “ოცნებაში” აღარ მალავენ, რომ მათი კანდიდატი კახი კალაძე იქნება, ნაციონალური მოძრაობა ზაალ უდუმაშვილის წამოყენებას აპირებს. ცნობილია “ევროპული საქართველოს” კანდიდატი – ელენე ხოშტარია. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ალეკო ელისაშვილიც. მერობის კანდიდატების შანსებს “ახალ თაობასთან” საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს.   – ნამდვილად საინტერესოა უდუმაშვილის კანდიდატურა. ის ტელეწამყვანია, რუსთავი […]