კატეგორია: პოლიტიკა

აშშ-მ საქართველოს რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებულად უკვე კანონის დონეზე აღიარა

აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე, 2008 წლის ომის შემდგომ პირველად არის აღიარებული საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. აღნიშნული შინაარსის ჩანაწერი ამერიკის საბიუჯეტო კანონში გაკეთდა. მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. მისი თქმით აღნიშნულ კანონს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა: „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ საბიუჯეტო კანონში, კონსოლიდირებულ საფინანსო აქტში, […]

ირაკლი კობახიძე: ”ახალი საარჩევნო სისტემით საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს”

გადაუნაწილებელი მანდატებთან დაკავშირებით ათასგვარი სპეკულაცია იყო, მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებში – ხალხი მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვისას, ირაკლი კობახიძემ იმ წესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, ყველა გადაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატს არჩევნებში პირველ ადგილას გასული პარტია წაიღებს. ამას კობახიძე ”ბონუსს” უწოდებს და როგორც […]

სერგეენკოს მოადგილე ვალერი კვარაცხელია გადადგა – რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან დღეს, 5 მაისს, პოსტი დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა. მის გადადგომამდე ”ოლმედიამ” მოვლენების ასეთი განვითარება იწინასწარმეტყველა კერძოდ, გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში ”ოლმედიას” წყარო ამბობს, რომ ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან წასვლა თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს […]

აბაშიშვილი: ”პრეზიდენტი კონსტიტუციის სახალხო განხილვას ხვალ ვერ დაესწრება”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ დაგეგმილ საერთო სახალხო განხილვას, პრეზიდენტი ვერ დაესწრება. ამის შესახებ აბაშიშვილმა “ქართული ოცნების” წევრებთან ქუთაისში შედგარი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქmით, მხარეები შეთანხმენენ, რომ პრეზიდენტი სახალხო განხილვებს დაესწრება. თუმცა, იმის გამო, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ხვალ ქუთაისში განხილვას ვერ დაესწრება. – მნიშვნელოვანი და […]

ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: „ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს. გომელაურის თქმით, აღნიშნულთან მიმართებით პროკურატურა მოკვლევას უკვე აწარმოებს: – ამ საკითხზე მიმართეს პროკურატურას, როგორც ცნობილია ყველასთვის. დაიწყეს მოკვლევა. თუ რამე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პროკურატურა გააკეთებს განცხადებას. თუმცა მე გირჩევდით, ნახოთ ელემენტარულად მისი შევსებული დეკლარაცია, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. ყველას აქვს […]

კორუფციული სქემა საკრებულოში – ვის ხელფასს იღებს ვარკეთილის მაჟორიტარის მეუღლე

„ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ანტიკორუფციულ სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიძიონ და შეისწავლონ ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხარჯები. – ია მაკასარაშვილის ბიუროს უფროსი არის ქალბატონი, რომლის მეუღლეც ასევე გაფორმებულია მაჟორიტარის ბიუროში, მაგრამ მის ხელფასს ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით დეპუტატის მეუღლე იღებს. ბიუროს უფროსი ჩართოლანია და მეუღლე ქალდანი, –  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ანტიკორუფციულ […]

ნარმანია მარგველაშვილს მხარს უჭერს – პრეზიდენტი კონსტიტუციის განხილვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს

დედაქალაქის მერის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. დავით ნარმანია დოკუმენტის საერთო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობს: – საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან ღიად, ძალიან გამჭვირვალედ, მაქსიმალური ჩართულობით. საკონსტიტუციო პროცესში რაც შეიძლება მეტი ჩართულობა, განხილვები მნიშვნელოვანია და პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის ერთ-ერთი სუბიექტი, ვინაიდან მას სპეციალური ნაწილი ეხება, რასაკვირველია პროცესში უნდა იყოს ჩართული, – […]

კვირიკაშვილი – თბილისის მერის კანდიდატურა ჯერ არ შეგვირჩევია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი გუნდიდის მომავალი მერობის კანდიდატზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას აღნიშნა, პარტიის ფორმატში მერობის კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა. – ნაადრევია დღეს მერობის კანდიდატზე შეკითხვები. მე მგონი, უხერხული იქნება. პარტიის ფორმატში ეს საკითხები ჯერ არ არის განხილული. როდესაც იქნება დრო, ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი […]

ხათუნა გოგორიშვილი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ – “ჩვენ გვყავს უზენაესი სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე”

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სამარცხვინო უწოდა. – ”ქართული ოცნების” ხელისუფლების 5 წელი არის საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს მოშლისა და დისკრედიტაციის 5 წელი. დავიწყოთ საკონსტიტუციო სასამართლოდან, წინა მოწვევის პარლამენტში შუა ღამეს დაჩქარებული წესით მირებული კანონის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქმეთა უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიაში გადავიდეს პლენუმის განხილვის დაქვემდებარებაში […]

უჩა ნანუაშვილი: „სახეზეა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები“

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს. აღნიშნულ განცხადებებს უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციად აფასებს: – ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი. არაერთი განცხადება მოვისმინეთ მათ შორის პარლამენტარებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და სამწუხაროდ ეს უკვე ტენდენციის სახით ჩამოყალიბდა, – […]