კატეგორია: პოლიტიკა

ქართველმა მესაზღვრეებმა 50 რუსი ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს

ქართველმა მესაზღვრეებმა 50-მდე რუსი ბაიკერი საზღვარზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოტოციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. – დიახ, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას, დაბრუნდით ვლადიკავკაზში, –წერს ხრიპკოვი. რუსული მედიის ცნობით კი ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და ახსნა-განმარტებების […]

ფიქრია ჩიხრაძე: ”პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს”

პრეზიდენტისა და კამპანია “დაიცავი კონსტიტუციას” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს საკონსტიტუციო პროცესში წარმოდგენილი. – პრეზიდენტი მიესალმება მაქსიმალურ აქტივობას და მეტიც, მოუწოდა კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს ამ […]

რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოს

რა მიზნით განალაგა ამერიკამ თურქეთ-სირიის საზღვარზე ჯარი? ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” ესაუბრება. – ბატონო ვახტანგ, ამერიკამ თავისი საჯარისო ნაწილები თურქეთ-სირიის საზღვარზე განალაგა. ამერიკა აჯანყებულ ქურთებს მხარს უჭერს. ეს ამერიკა-თურქეთის პირდაპირ დაპირისპირებას არ ნიშნავს? – დიახ, ეს არის დაპირისპირება, რადგან თურქეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ შეტევაზე, ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით […]

თამარ ჩხეიძე: “რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი, როცა გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს?”

– საპარლამენტო მოდელის წინააღმდეგი არა ვარ. პირიქით, საპარლამენტო მმართველობა მისაღებია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტის თანამდებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგოს. საპარლამენტო მმართველობის დროსაც შესაძლებელია, პრეზიდენტს ჰქონდეს გარკვეული უფლებები და ის პირდაპირი წესით ირჩეოდეს. პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამაწონასწორებლის, დამბალანსებლის ფუნქცია, – აცხადებს თამარ ჩხეიძე. მისი აზრით, მაჟორიტარი დეპუტატების გამოფხიზლებას მიზეზი აქვს. – მაჟორიტარები ყოველთვის, ყველა […]

ლევან ხაბეიშვილი: „პარლამენტში პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს“

პრემიების, დანამატების და საწვავის ხარჯვის სიყვარულში აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პარლამენტი ჩამორჩა. მიმდინარე წლის 4 თვეში დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა. დეპუტატების საამური ცხოვრების შესახებ კვლევა მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” და “ახალმა საქართველომ” ჩაატარეს. როგორც “მედიატორის” წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა “ახალ თაობას” განუცხადა, 2017 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ხელფასის სახით 3.039.081 […]

საჯარო მოხელეებს 12 კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატებს მიიღებენ

მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილება ძალაში 1 ივლისიდან შედის და ის საჯარო მოხელეებისთვის 12 კლასის მინიჭებას ითვალისწინებს. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს. მთავრობის დადგენილებით, მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა. მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც […]

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა 4 თვეში 46.549 ლარის შემოსავალი მიიღო

თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს, სამინისტროდან 4 თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 46.549,11 ლარი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ, თვეში, 11.637 ლარია. აღნიშნულის შესახებ ჩიქოვანის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დეკლარაციის მიხედვით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტისთვის, 2016 წლის  2 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 46.549,11 ლარი მიიღო. გარდა […]

ირაკლი კობახიძე: ”პროპორციული არჩევნები სამართლიანს არ ნიშნავს”

საარჩევნო სამართალში პროპორციულობა სამართლიანობას არ ნიშნავს და პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის ტოლობის ნიშანი არ არის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრინციპი “მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ აღიარებული ლეგიტიმური პრინციპია საარჩევნო სამართალში და ეს პრინციპი სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად არის გამოხატული. – […]

მარგველაშვილი კობახიძის ბრალდებებს აღარ უპასუხებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება. – უკვე მერამდენედ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება […]

კალაძე და ქუმსიშვილი პრემიერობისთვის იბრძვიან

ხელისუფლების კულუარებში გუნდში არსებულ მორიგ დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ერთმანეთს 2 ვიცეპრემიერი, კახა კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, დაუპირისპირდნენ. როგორც “ახალ თაობას” “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, სახელმწიფო კანცელარიაში კალაძის შევიწროებაც კი დაიწყო. მისივე განმარტებით, ეს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ქუმსიშვილი და კალაძე აქამდეც ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. სიტუაცია მას […]