კატეგორია: პოლიტიკა

კვირიკაშვილი: „საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი“

_ საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდად.  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, პოლიციის სამმართველოს ეზოში განუცხადა. გიორგი კვირიკაშილი კახი კალაძესთან და გიორგი მღებრიშვილთან ერთად პოლიციის სამმართველოში შეხვედრას მართავს. მისი თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი ადამიანების ყველაზე სათუთ გრძობებსაც კი იყენებს იმისთვის, რომ […]

ბარამიძე: „პრემიერის მინიშნებები ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა“

ბათუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ მორიგი უნამუსობა უწოდა. _ პრემიერის ის გაკეთებული მინიშნებები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, იმ აბსოლუტურ უმსგავსობასთან და ვანდალიზმთან მიმართებაში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დიდი მორიგი უნამუსობა. იგი ცდილობს, ჩვენს მიერ სოლიდარობა გამოცხადებული მშვიდობიანი აქცია,  გააიგივოს მათ მიერვე ალბათ მოგზავნილი პროვოკატორების […]

მერაბ ღოღობერიძე აღიარებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ კამპანია მან დაიწყო

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე პირველ კომენტარს აკეთებს. იგი აღიარებს, რომ სწორედ მან დაიწყო გამოსვლები იმის გამო, რომ, მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის უფროსმა ერთ–ერთ სუფრაზე აჭარლები თათრებად მოიხსენია. ღოღობერიძის განცხადებით, იგი სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დუკითხავთ, თუმცა იგი მზად არის, მათ კითხვებს უპასუხოს და სამართალდამცავების ზარს ელოდება. _ ის, რაც […]

მღებრიშვილი: “ბათუმში 40 პირი დავაკავეთ”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, წუხელ განვითარებულ მოვლენებს ვანდალიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ ვანდალიზმში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული. შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ვანდალურ აქტთან დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება. _ წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ […]

სპეცრაზმმა ბათუმში აქცია დაშალა

დღეს დილით სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ამ დროისთვის სპეცრაზმის წარმომადგენლები თავად არიან განთავსებულნი როგორც სამმართველოს წინ, ისე ახლომდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. სპეცრაზმს ტერიტორიის გათავისუფლებისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები აღარ გამოუყენებია. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე […]

ბათუმის მოვლენების შემდეგ დაშავებულია 33 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბათუმის საავადმყოფოებში 33 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან 15 პოლიციელია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვა აღენიშნებათ. დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოდან, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც […]

ზურაბ პატარაძე: „ბათუმის  მოვლენებში პოლიტიკურ ელფერს ვხედავთ“

_ ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებში, სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკურ ელფერსაც ვხედავთ.  ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. როგორც პატარაძემ აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს, ეს პროცესები სხვა სიბრტყეში გადაიყვანოს. _ სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, […]

ნიკოლოზ მჟავანაძე: „თუ არ დაიწყება ნაცმოძრაობის გასამართლება, სახელმწიფო გადატრიალება გარდაუვალია“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ნაცმოძრაობის ინსპირირებულს უწოდებს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. _ ის, რაც ბათუმში მოხდა, არის ინსპირირებული ნაცმოძრაობის მიერ. ხელისუფლებავ, როდემდე უნდა გაგრძელდეს კოჰაბიტაცია ამ ფაშისტურ ძალასთან. ყველა დამნაშავე და პროვოკაციის მომწყობი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. თუ არ დაიწყება ნაცმოძრაობის გასამართლება, სახელმწიფო გადატრიალება გარდაუვალია, _ წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მჟავანაძე.

ნიკა გვარამია:  „სპეცრაზმი იმისთვის არსებობს, რომ ძალა გამოიყენოს”

_სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, დაარბიეს და გადაწვეს, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი. თან წინასწარ ნასწავლი “არავითარი ცემა”-ს ძახილით. ჩაფლავებული ოპერაცია ქვია ამას და ის მეთაურები, რომლებმაც ბათუმი გადააწვევინეს ორასკაციან შპანას, უნდა გადააყენონ. მინისტრიც, მათ შორის. სპეცრაზმი იმისთვის არსებობს, რომ ძალა გამოიყენოს. ადეკვატური და პროპორციული, მაგრამ ძალა,”_ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი […]

ჯიმი ვარშანიძე: “გამოგვიშვეს. არავის ვუცემივართ” _ დაკავებულები გაათავისუფლეს

ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი გათავისუფლებულია, ისინი 13 მარტს სასამართლოში დაიბარეს. _ მოვდიოდით მე და მამაჩემი ჩემი ძმის სასაფლაოდან, გავაჩერე აფთიაქის წინ, ავარიული ჩართული მქონდა, ძრავი არ მქონდა გათიშული, პატრული მომადგა და ავუხსენი, გთხოვთ გამიშვით-მეთქი, შეიძლება მეც ავღელდი და რაღაც ვუთხარი, მამაჩემსაც ვაწყნარებდი, დაგვაკავეს, არავის ვუცემივართ, გამოგვიშვეს. დაკავების დროს ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, იზოლატორში ყველაფერი რიგზე იყო, […]