საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ქვეყნის პირველი პირი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. _ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერ-მინისტრთან და შსს მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების […]
კატეგორია: პოლიტიკა
მღებრიშვილმა დაკავებულები გაათავისუფლა, მაგრამ დამატებითი ძალების მობილიზება არ გამორიცხა
ცოტა ხნის წინ ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი. გიორგი მღებრიშვილმა გამგზავრების წინ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნით, მან მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებულები გათავისუფლდებიან. შს მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა. _ მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შემქნილ ვითარებაში. გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. […]
ბათუმში პოლიციის მანქანა დაწვეს
“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს თავი გაუტეხეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს აქციის მონაწილეებმა თავი გაუტეხეს. დეპუტატის განცხადებით, მას აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მოხვდა და ოპერაციას საჭიროებს. როგორც ჭეიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მომიტინგეები ქვებს სისტემატურად ისროდნენ. _ ამ წუთას ვიმყოფები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მომხვდა საფეთქელთან. საოპერაციო ვარ და ამ დილით გამიკეთებენ ოპერაციას. ჩემი დაშავების […]
ბათუმში ჟურნალისტებიც მოიწამლნენ
ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის ბათუმის სასწრაფი დახმარების ცენტრში აქციის ორი მოქალაქე გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მყოფი დანარჩენი პირების თქმით, „თვალები ეწვით“ და „თავბრუ ეხვევათ“. რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა მოამბის წამყვანმა განაცხადა, რომ მოამბის რამდენიმე ჟურნალისტი ცრემლდენი გაზის მოქმედების […]
პატარაძე: “დაკავებულებს 1 საათში გაათავისუფლებენ”
რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ დაკავებული ექვსივე პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ. პატარაძემ ეს განცხადება სტამბოლში გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. _ მე ვესაუბრე შს მინისტრს და ვთხოვე მას, დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მე მივიღე პირობა, რომ მაქსიმალურად მალე, ერთ საათში მოხდება მათი გათავისუფლება. ჩვენ […]
ბათუმში აქცია გაგრძელდა
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დასაშლელად ცოტა ხნის წინ პოლიციამ ცრემლდენი გაზი გამოიყენა, ამის შედეგად აქციის მონაწილეეები დაიფანტნენ, მაგრამ სულ მალე ისევ დაბრუნდნენ და აქცია განაგრძეს. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს და აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის […]
ბათუმში პოლიციამ ცრემლდენი გაზით დაშალა აქცია
სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში პოლიციამ აქცია ცრემლდენი გაზის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია. აქცია აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებდნენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვდნენ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
12 მარტს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება _ ანქვაბს 1992 წელი გაუხსენეს
12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში 35 მანდატისთვის 138 კანდიდატი იბრძვის. თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მსურველი უფრო მეტი იყო. ზოგიერთმა კანდიდატმა საკუთარი ნებით თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. მათ შორის ორი სოხუმის მეორე საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს. ამ ოლქში დეპუტატობის კანდიდატია აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი. მისი დაბრუნება და საარჩევნო პროცესებში ჩართვა ამ […]
ლევან ხაბეიშვილი: ”მარგველაშვილის წინააღმდეგ კობახიძე ივანიშვილმა აამხედრა”
”ახალ თაობას” პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება. _ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ღიად უპირისპირდება პრეზიდენტ მარგველაშვილს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ ხელისუფლებას ამ ინსტიტუტის გაუქმება სურს. _ ხალხის რეაქციის რომ არ ეშინოდეთ, დიდი სიამოვნებით გააუქმებდნენ ამ ინსტიტუტს. ხელისუფლება ირაკლი კობახიძის პირით ღიად ემუქრება მარგველაშვილს […]










