კატეგორია: სამართალი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ ღამის კლუბში კაცი ცივი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა. სავარრუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვინ არის საბურთალოზე დაჭრილი ბიზნესმენი 

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

თბილისში, მეტროსადგურ „დელისზე“ მდებარედ დაჭრილი კაცი, ალეკო გამჯაშვილია. ახალგაზრდა კაცი ბიზნესცენტრის ერთ-ერთი მეწილეა. მას 5 ტყვია ფეხის არეში ესროლეს. თვითმხილველების თქმით, გამჯაშვილს თავს 2 პირი დაესხა, რომლებმაც ტერიტორია სირბილით დატოვეს. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

 ტაბაწყურის ტბასთან ნაპოვნია ტურისტის ცხედარი 

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

მაშველებმა ტაბაწყურის ტბასთან ცხედარი იპოვეს. როგორც „მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, გარდაცვლილი ტურისტია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია

ესპანეთის პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. მედიის ცნობით, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა. როგორც მედია წერს, ორგანიზაციას „კანონიერი ქურდები” ხელმძღვანელობდნენ. ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში 7 სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ძვირადღირებული სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი, აქსესუარები […]

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სპეცდანიშნულების რაზმი.

„ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს

„ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს

„ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯაფარიძეს შელაპარაკება მოუვიდა ადგილზე მყოფ რუსულენოვან დამსვენებლებთან, რის შემდეგაც, პოლიციამ ის დააკავა. შემთხვევის განსამუხტად ადგილზე პოლიცია მივიდა და ცოტნე ჯაფარიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა. დამოურჩილებლობის შემდეგ კი ჯაფარიძე დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოტნე ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე(წვრილმანი ხულიგნობა), 173-ე(სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო […]

 ბადრი ესებუა დააკავეს – ვიდეო

 ბადრი ესებუა დააკავეს - ვიდეო

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. ჩვენ მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს როგორ გამოიყვანეს ესებუა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობიდან. ის, სავარაუდოდ, თბილისში გადმოჰყავთ. ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. სამართალდამცავებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული […]

რუსთავში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა კაცი დანით, გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი კაცი „კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.

„არაფერი მთელი აღარაა დარჩენილი” – „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლი დაარბიეს

„არაფერი მთელი აღარაა დარჩენილი" - „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლი დაარბიეს

ოზურგეთში “TV PIRVELI-ის” კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელი სახლი დაარბიეს. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, ეს ბოლო სამ დღეში მის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ცნობილი ხდება, რომ გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ჟურნალისტის სახლში გუშინ შეიჭრნენ. დარბეულია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფანჯრები, დაზიანებულია ავეჯი. ნატო გოგელია ამბობს, რომ უცნობმა პირებმა სახლში ღირებული ნივთები დატოვეს […]

შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას ითხოვს

რატი ბრეგაძე - "არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!"

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას მოითხოვს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შესაბამის შუამდგომლობას ის ხვალინდელ პროცესზე დააყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მინისტრი ბრეგაძე თავის ბრიფინგებზე აკეთებს განცხადებებს, რომელიც კითხვებს ბადებს და საჭიროა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა: „გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია…აცხადებს, რომ სააკაშვილი არ […]