ჩხუბი საქალაქო სასამართლოში

ჩხუბი საქალაქო სასამართლოშიხმაური იყო ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში, სადაც 21 წლის მომიტინგეს, რომელსაც გამოძიება ძალოვანებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესზე დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ითხოვდა, თუმცა მსოამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგმლობა გაითვალისწინა, რომელიც დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულის თავდებად უდგებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა საქალაქო სასამართლოს ეზოშიც, სადაც შეკრებილები აქციას მართავდნენ.