არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები გლდანის ციხეში. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმარი ადანაშაულებს. 34 წლის გულადი ჭანტურიას დედა ირწმუნება, რომ მისი მსჯავრდებული შვილი თვეებია, ციხეში ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რის გამოც ჭანტურია, ოჯახის მტკიცებით, მეათე დღეა, შიმშილობს. – გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ, სამ დღეში თუ არ დაგირეკე, მკვდარი ვიქნებიო. ძალიან დიდი უყურადღებობაა, ზეწოლა მიმდინარეობს […]
კატეგორია: სამართალი
გიგი უგულავა – “ბადრი გავაშელიშვილი მოგზავნილი ჩმორი ზონდერია”
ტყუილად ეგონა ამ იდიოტებით დაკომპლექტებულ რეჟიმს, რომ მე ამნისტიას მივიღებდი და ამით ჩაფარცხავდნენ ამ საქმეს. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ ჩაფარცხავთ, ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ბადრი გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივ თქვენს მიერ მოგზავნილი ,,ჩმორი ზონდერი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს […]
ხობში მამაკაცი დაჭრეს
ხობის მუნიციპალოტეტში, ხობი საჯიჯაოს ცენტრალურ გზაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული დავა სახელდება. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალდებული ხობის პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს და […]
“სალი ჩხიკვაძეს ფოტოების წაშლა მოვთხოვე, მან კი სექსძალადობა დამაბრალა” – ირანელი ფოტოგრაფი
პროფესიის გამოყენება მოდელებთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად – ცნობილი მოდელი უცხოელ ფოტოგრაფს სექსუალური შევიწროების მცდელობაში ადანაშაულებს. სალი ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ ჰუმან ზაჰედი მოდელებს სახლში ეპატიჟება, ფოტოებს უღებს, შემდეგ კი სურათების საშუალებით აშანტაჟებს. “კურიერისთვის” ცნობილი გახდა, რომ უცხოელ სპეციალისტს პოლიციამ სალი ჩხიკვაძის მიმართვის საფუძველზე 30 დღიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. 21 წლის ფოტოგრაფი ბრალდებებს უარყოფს და “კურიერთან” ინტერვიუში ირწმუნება, რომ ცუდი […]
ზუგდიდში ვეტერანთა სკვერიდან 3 სკამი მოიპარეს
ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა სკვერიდან სამი სკამი მოიპარეს. შემთხვევა დღეს მოხედა, თუმცა, დაკავებული არავინაა. ასევე, დაუდგენელია, ამოიღო თუ არა პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, უცნობია, იყო თუ არა საერთოდ, ჩართული ის რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომლებიც ქურდობის ადგილის შორიახლოსაა დამონტაჟებული. ზუგდოდში ვეტერანთა სკვერი 2019 წლის ივნისში, სამეგრელოს მაშინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის იმდროინდელმა მერმა გეგა […]
სალომე ჩხიკვაძე ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ქართველი მოდელი ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სალომე ჩხიკვაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ საქართველოში მყოფი უცხოელი ფოტოგრაფი გოგონებს ფოტოებს უღებს, შემდეგ კადრებით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურად ძალადობს. მოდელი ფოტოგრაფის ვინაობას ასაჯაროვებს, რომ ამით სხვა გოგონები შევიწროებისგან დაიცვას. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ფოტოგრაფი ჰუმან ზაჰედი ფოტოგრაფობას ამოფარებული მანიაკია. სალომე ჩხიკვაძე ყვება, რომ ის ერთადერთი არ არის, ვინც ამ ფოტოგრაფის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი […]
საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს
27 ივნისს საბაგიროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გუშინ, 28 ივნისს, პოლიციამ 2 პირი დააკავა. ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებსა და დაცვის თანამშრომელს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პირმა მამაკაცი დანით დაჭრა. ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს […]
“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი” – რა მოხდა კასპში
კასპში, სოფელ ხოვლეში 23 წლის მამაკაცმა,სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შემთხვევა 26 ივნისს მამაკაცის საცხოვრებელ სახლში მოხდა. “23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მთელი სოფელი გლოვობს… რამ მიიყვანა ამ ზომამდე, არავინ იცის”,– ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი. მისივე ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. “როგორც ვიცი,პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი უკვე წაიღო და მიმდინარეობს გამოძიება”. მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს “გურია […]
ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს – მას დაზიანებები ყელში აქვს
ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. “პირველებმა” გაარკვია, რომ დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში თანატოლებმა მიიყვანეს, თუმცა სისხლიანი გარჩევის ამბავი დამალეს. ექიმებს უთხრეს, რომ მათი მეგობარი მოტოციკლიდან გადავარდა. კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოზარდმა გონება დაკარგა. სხეულზე აღმოჩენილი მძიმე დაზიანებების გამო მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო 16 წლის ბიჭი ოზურგეთიდან ქუთაისში […]
წნორში ფორდი და ნისანი დაეჯახნენ ერთმანეთს
წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს “ფორდის” და “ნისანის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. რუსთავი 2









