ვანდალიზმი წყალტუბოში – სასტუმრო “არგოში” კომენდანტის საათის დროს უცნობი პირები სასტუმროში შეიჭრნენ. ქვებით ჩამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ნაცემია სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე. “მე დამირეკეს 4-ის ნახევარზე, შემთხვევა მოხდა, გამოვიქცეი, აქ დამხვდა ჩოჩქოლი, აურზაური, დაზარალებული ჩემი შვილილშვილია, სასწრაფომ გადაიყვანა ქუთაისში. […] დიდი ხათრით, თორემ ალბათ გაუშვებდნენ, დაიწყეს დაკავება. როგორც ჩანს, კარი ვერ გააღეს, აიღეს დეკორატიული […]
კატეგორია: სამართალი
სენაკში მომხდარი დაჭრისთვის პოლიციამ 24 წლის ბ.გ. დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, […]
“მამაკაცი სართულებზე ამომყვა და უხამსი ქმედებებით დაკავდა” – რა მოხდა რუსთავში
“ინფო რუსთავს” 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მას უცხო მამაკაცი აედევნა. “მამაკაცი მაღაზიიდან გამომყვა და სადარბაზოში შემომყვა, სართულებზეც კი ამომყვა. მიყურებდა, შემდეგ კი უხამსი ქმედებით დაკავდა” – განაცხადა სააგენტოსთან ახალგაზრდა ქალმა. მისი თქმით, მამაკაცი 40-45 წლის იქნებოდა, უხამსი ქმედების შემდეგ კი სადარბაზო მალევე დატოვა. შემთხვევა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა.
სამცხე-ჯავახეთში 1.548 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1.548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი – სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6.600 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება. გამოძიება მიმდინარეობს […]
„მანქანიდან 12 მედიკამენტია ამოღებული, აქედან 8 არის ვადაგასული“ – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გარდაცვლილი პროგრამისტი გოგოს საქმეში არსებულ დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან რამდენიმე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ამოიღეს, თუმცა გამოძიების პროცესში, როდესაც საგამოძიებო უწყებებმა დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადააგზავნეს, მხოლოდ ერთი მედიკამენტი მიუთითეს და გამოძიებამ ორგანიზმში მხოლოდ ერთი მედიკამენტის კვალის გამოკვლევა მოითხოვა. გაინტერესებს ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ამის შემდეგ ვერ […]
“თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში ძალოსნები არიან გარეული” – თეონა თამაზაშვილი
“მთავარი არხის” სიუჟეტის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის სიკვდილის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. “პოსტ-ფაქტუმის” ჟურნალისტმა, დავით აბრამიშვილმა იმ მონაცემთა ბაზას მიაკვლია, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში. სავარაუდოდ, მისი კომპანია უცხოელ მომხმარებლებს ბარათებიდან ფულს პარავდა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად სუს-თან თანამშრომლობდა. “ნორვეგიაში რომ უნდოდა თავშესაფრის ძებნა, სუს-სს არ გაუჭირდებოდა ამის დადგენა, […]
თამარ ბაჩალიაშვილის კომპანია უცხოელებს ბარათებიდან ფულს პარავდა და სუსთან თანამშრომლობდა
უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის ფარულ ოპერაციებს – ჟურნალისტმა დათო აბრამიშვილმა მიაკვლია გარდაცვლილი პროგრამისტის მონაცემთა ბაზას, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ბაჩალიაშვილის კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. შესაძლოა, მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ეს არის ძალიან […]
თამარ ბაჩალიაშვილი სუსთან თანამშრომლობდა? – პროგრამისტის საქმის წარმოუდგენელი განვითარება
ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “თამარ ბაჩალიაშვილის საქმის წარმოუდგენელი განვითარება! ჯერ პოსტფაქტუმში, შემდეგ მთავარ აქცენტებში! არ გამოტოვოთ!” პოსტფაქტუმის ანონსში ნათქვამია: “რაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი, იყო თუ არა ის დასაქმებული კომპანიაში, რომელიც უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა, თუ ის სუსთან თანამშრომლობდა და ინფორმაციას უკანონოდ გადასცემდა. უკავშირდება თუ არა მისი სიკვდილი კომპანიის ფარულ საქმიანობას.”
რუსთავში გოგონებმა კაცის გამო იჩხუბეს
რუსთავში გოგონებმა კაცის გამო იჩხუბეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით ორმა გოგომ მამაკაცის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური და ჩხუბის ხმა შემოესმათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთმა გოგომ იმ მამაკაცის მანქანაც დააზიანა, რომლის გამოც მოხდა ჩხუბი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პოლიციამ გოგონები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
“გამომიგზავნეს ვიდეო, რომელშიც ჩემი რძლის და სკოლის დირექტორის სექსია გადაღებული”
მარნეულში სკოლის პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მთელ სოფელში გაუვრცელეს. ფაქტზე შსს-მ სკოლის დირექტორი ზაბილ გაჯიევი დააკავა, თუმცა სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. მთელმა სოფელმა პირადი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ვიდეო და ფოტო ფაილი ერთდროულად მიიღო. ვიდეო ფაილებს თან ახლდა განმარტება, რომ კადრებში ასახული პირები სკოლის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყვნენ. სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ […]










