სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3.500 აშშ […]
კატეგორია: სამართალი
“ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა” – მოწმე რამაზაშვილის ჩვენება
ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოწმემ – გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა. ის სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს. რამაზაშვილი იმ ავტომანქანას – „მინივენს“ მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. […]
გლდანში 21 წლის გიგი თოლორაია დაჭრეს – ის შეყვარებულთან პაემანზე მიდიოდა
დღეს გლდანში გლდანში 21 წლის ზუგდიდელი გიგი თოლორაია ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული და ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ნათესავების ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა. როგორც ირკვევა, გიგი თოლორაია შეყვარებულთან პაემანზე მიდიოდა, როდესაც მას 60 წლამდე მამაკაცმა ზურგის არეში დანა სამჯერ ჩაარტყა. შემთხვევა ომარ ხიზანიშვილის 56 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრას თვითმხილველი ჰყავს. როგორც […]
მერაბ ღოღობერიძემ ფინანსთა პოლიციის შენობასთან თავის დაწვა სცადა
ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა. როგორც მისი ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიების გამო მიმართა. პაპიძე ამბობს, რომ პოლიცია ღოღობერიძის ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა. როგორც ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძე საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, გამომძიებლები კი არ შეხვდნენ. სწორედ, ფინანსური პოლიციის შენობასთან სცადა […]
წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს – ის ჯარისკაცის შვილია
წყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ,17 მაისს, მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. პირველების ცნობით, დაჭრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის შვილია. ერთ-ერთი ვერსიით ჩხუბი დაჭრილის თანაკლასელი გოგონას […]
რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. ,,კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო […]
საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობასთან კავშირი საქართველოს მოქალაქეს არ დაუმტკიცდა
საბერძნეთში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია. – საბერძნეთის პოლიცია ღლიკა ნერაში ახალგაზრდა ქალის გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია არაერთი კვალი, მათ შორის, დნმ-ის. რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და კვალი ვერ დამალეს. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი […]
დმანისში აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეიარაღებული დაპირისპირებაა
ქალაქ დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები. ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.
“ჩემი ცოლი 11 თვის ბავშვის თვალწინ აწამეს და მოკლეს” – საბერძნეთში დაკავებული ქართველის საქმის ახალი დეტალები
მკვლელობა ჩვილის თვალწინ და დაკავებული ქართველი – საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობის დეტალებზე, მოკლულის ქმარმა პირველად ისაუბრა. მისი თქმით, საცხოვრებელ სახლში 3 შეიარაღებული პირი შეიჭრა და მისი ცოლი აწამა. – ექვსის ნახევარზე შემოვარდა 3 შეიარაღებული თავდამსხმელი. პირველი რაც გააკეთეს იყო ის რომ ხელები და ფეხები დამიბეს, პირზე წებოვანი ლენტი მომახვიეს რომ ხმა ვერ ამომეღო. მე […]
საბერძნეთში 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე
ბერძენმა სამართალდამცავებმა 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Ekathimerini ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტით საბერძნეთის დატოვებას გეგმავდა. პოლიცია დაკავებულს გლიკა ნერაში ძარცვის დროს 20 წლის გოგონას მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დაკითხავს. ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცი ნასამართლევია, მათ შორის […]










