კატეგორია: სამართალი

დმანისში აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეიარაღებული დაპირისპირებაა

დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

ქალაქ დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები. ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

“ჩემი ცოლი 11 თვის ბავშვის თვალწინ აწამეს და მოკლეს” – საბერძნეთში დაკავებული ქართველის საქმის ახალი დეტალები

"ჩემი ცოლი 11 თვის ბავშვის თვალწინ აწამეს და მოკლეს" - საბერძნეთში დაკავებული ქართველის საქმის ახალი დეტალები

მკვლელობა ჩვილის თვალწინ და დაკავებული ქართველი – საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობის დეტალებზე, მოკლულის ქმარმა პირველად ისაუბრა. მისი თქმით, საცხოვრებელ სახლში 3 შეიარაღებული პირი შეიჭრა და მისი ცოლი აწამა. – ექვსის ნახევარზე შემოვარდა 3 შეიარაღებული თავდამსხმელი. პირველი რაც გააკეთეს იყო ის რომ ხელები და ფეხები დამიბეს, პირზე წებოვანი ლენტი მომახვიეს რომ ხმა ვერ ამომეღო. მე […]

საბერძნეთში 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე

საბერძნეთში 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს 20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე

ბერძენმა სამართალდამცავებმა 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Ekathimerini ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტით საბერძნეთის დატოვებას გეგმავდა. პოლიცია დაკავებულს გლიკა ნერაში ძარცვის დროს 20 წლის გოგონას მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დაკითხავს. ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცი ნასამართლევია, მათ შორის […]

დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

დაპირისპირება დმანისში – კონფლიქტი ქ. დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი. ადგილობრივები […]

ნაძალადევში დაცხრილეს მანქანა, რომელშიც 3 პირი იჯდა – დაჭრილია მძღოლი

ნაძალადევში დაცხრილეს მანქანა, რომელშიც 3 პირი იჯდა - დაჭრილია მძღოლი

ცოტა ხნის წინ ნაძალადევში სროლა იყო. ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი. შემთხვევა მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩის კვეთაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”. თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ავთანდილ ბილანიშვილმა ინციდენტში მონაწილეობა უარყო. მისი მეუღლის თქმით, ბილანიშვილი იმ დროს სახლში იყო და შემთხვევასთან […]

ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი ყაზახეთში დააკავეს

"ასელთან სექსის მერე აბაზანაში შევედი, რომ გამოვედი, ასელი გადამხტარი იყო" - რას წერს ბესიკ თორდუა

26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი პოლიციამ ყაზახეთში, ნურ სულთანში დააკავა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე მეირბეკოვი მისსავე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით აიყვანეს. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება 14 მაისს წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა […]

გურჯაანში მამა-შვილს ეძებენ

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

 მეორე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა-შვილს ეძებენ – ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა. მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა. გაუჩინარებულ კაცთან სატელეფონო კავშირი ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელი დაკარგულ მამა-შვილს საკუთარი ძალებით ეძებს. მასშტაბური […]

“ღორს მოუქნია ჯოხი, რომელიც სადენს მოხვდა” – მარტვილში ნათია კუპრავა დენის დარტყმით დაიღუპა

"ღორს მოუქნია ჯოხი, რომელიც სადენს მოხვდა" - მარტვილში ნათია კუპრავა დენის დარტყმით დაიღუპა

მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში ახალგაზრდა ქალი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია “ლაივპრესს” სოფელში მერის წარმომადგენელმა, იპოლიტე დანელიამ დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. მიზეზი კი გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა. “საძროხეში შედიოდა. ღორი ყოფილა შესული. ჯოხი მოიქნია, რომელიც მოხვდა კაბელს. კაბელი ჩამოვარდა და წყალში ჩავარდა. ასე მოხდა ეს საშინელი ამბავი”,- განაცხადა მერის წარმომადგენელმა. პრაიმ ტაიმის ცნობით, გარდაცვლილი […]

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ცოტა ხნის წინ, ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანში ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთში, მამაკაცს ექსპერტისზის ბიუროში გადაასვენებენ. დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, […]

გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ აქტივისტების ინსტალაცია დაარბია – ის პოლიციაში გადაიყვანეს

გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ აქტივისტების ინსტალაცია დაარბია - ის პოლიციაში გადაიყვანეს

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. ამის შესახებ „თბილისის პრაიდი“ სოციალურ ქსელში წერს. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდებს. „რამდენიმე წუთის წინ, „დედაენის ბაღში“, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს […]