კატეგორია: სამართალი

ლექსო ვალიაურმა გორის მერიას 48.000 ლარი მოუგო

ლექსო ვალიაურმა გორის მერიას 48.000 ლარი მოუგო

გორის მერიის ,,კულტურის ცენტრის” ყოფილი დირექტორი ლექსო ვალიაური ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კომპენსაციის სახით, 48.000 ლარს მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 23 მარტს მიიღო. უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ლექსო ვალიაური 2015 წლის 18 ნოემბრიდან ითხოვს სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, გორის მერის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას იმავე თანამდებობაზე და იძულებით განაცდური ხელფასის […]

ჩუმლაყში მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ციხიდან გამოუშვეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული მამაკაცი პატიმრობიდან განთავისუფლდა. მიზეზი გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის გასვლაა, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლოს ამოიწურა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩულმლაყში 2020 წლის 28 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული პირი, საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება. ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. მსაჯულების შერჩევის პროცესი კი თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის […]

200 ლარი კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხისთვის – იმერეთში 1 პირი დააკავეს

200 ლარი კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხისთვის - იმერეთში 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის პისიარ კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა იმერეთში მოხდა. ბრალდებული ყალბ ცნობებს 200 ლარის სანაცვლოდ გასცემდა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი […]

თეონა თუაშვილი სტამბოლში ფულის გამო მოკლეს – ის ბინისთვის ფულს აგროვებდა

თეონა თუაშვილი სტამბოლში ფულის გამო მოკლეს - ის ბინისთვის ფულს აგროვებდა

სტამბოლში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – თავდასხმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, გუშინ, 22 მარტს, დღის სამ საათზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 4 თავდამსხმელი სტამბოლში, ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, სადაც საქართველოს მოქალაქე თეონა თუაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა დაჭრილი მამაკაცი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია. როგორც მოკლულის მეგობრები […]

სუსმა თბილისის მერიის მაღალჩინოსანი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან […]

გორში პოლიციელ დავით სვიანაძის მკვლელობისთვის თურქ ჰასან დოგანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გორში მოკლული პოლიციელი დავით სვიანაძეა - ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქე ჰასან დოგანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ჰასან დოგანმა 2020 წლის 1 ივლისს გორში უმწეო მდგომარეობაში, მძინარე დავით სვიანაძე შვილების თვალწინ მოკლა. პოლიციელი დავით სვიანაძე გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. თურქეთის მოქალაქე მისი მდგმური იყო. “2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, […]

ივანე გულაშვილის მიერ კახა საბანაძეზე გაკეთებული განცხადებების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო […]

სტამბულში თეონა თუაშვილი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის ქმარიც

სტამბულში თეონა თუაშვილი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის ქმარიც

თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ინფორმაციას “რუსთავი 2“-თან საუბრისას ადასტურებს მოკლულის მეგობარი თამარ სიჭინავაც. მისი თქმით, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. “თეო სადისტურად მოკლეს. ის […]

გოგი წულაიამ ციხიდან მოიწერა – “ივანიშვილის ოჯახის პირადი პატიმარი ვარ!”

გოგი წულაიას 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელიც facebook-ის მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. “ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია! პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად […]

ანა დოლიძეს სახლში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს – “ეს სერიოზული სკანდალი გახდება საერთაშორისო დონეზე”

ანა დოლიძემ გოგონას კრავაჲ დაარქვა

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სუსის თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა ანა დოლიძის სახლში მისაყურადებელი აპარტურა დაამონტაჟა. ანა დოლიძემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა. “თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს”, – განაცხადა მან. ანა დოლიძის თქმით, […]