დღეს დილით გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრილების მდგომარეობა რთულია, ისინი ოპერაციას საჭიროებენ. დაჭრილებს შორის, გურჯაანში კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი, მალხაზ ბადუაშვილიც არის. ბადუაშვილს გულმკერდის არეში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, დაჭრილებს საოპერაციოდ ამზადებენ. „სამი მამაკაცია შემოყვანილი, რომლებიც […]
კატეგორია: სამართალი
რუსუდან კერვალიშვილი ციხიდან 31 მარტს გამოვა
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს. 31 მარტს კერვალიშვილს 4-წლიანი სასჯელი სრულად ექნება მოხდილი და ის რუსთავის ქალთა დაწესებულებას დატოვებს. ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით […]
“გოგი წულაია ამტკიცებს, რომ სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი არ აქვს” – პოლიტიკოსი ექსპერტიზას ითხოვს
გოგი წულაია ითხოვს ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს, შეუძლია თუ არა მას სქესობრივი აქტის დამყარება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა. გოგი წულაიას პოზიცია იყო ეს [ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი] სასამართლოზე, მან მოითხოვა სასამართლოზე ამ ტიპის ექსპერტიზის ჩატარება. თქვა, ოპერაციის მერე, ჯერ ერთი მეკრძალებოდა და მეორე, უნარიც არ მქონდა ამ […]
“გოგიმ ხელები გადამიგრიხა, გონება მებინდებოდა, გოგიმ მაკოცა, მე ვუკბინე და სიმწრისგან ჩამოვფხოჭნე” – რას ყვება ასმათ დვალიშვილი
გოგი წულაიას საქმის მონაწილე ასმათ დვალიშვილთან ნანუკა ჟორჟოლიანმა ინტერვიუ ჩაწერა და 24 მარტს მთავარი არხის ეთერში გაუშვა. ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიასთან შეხვედრი დეტალებს იხსენებს. “გოგიმ ნახევარი ბოთლი კონიაკი დალია, მარიხუანა მოწია. როცა ვწვებოდით, ვუთხარი, შენ დაწვები ტახტზე, მე დავწვები დივანზე და კარგიო. რომ დავწექით, ვიგრძენი, რომ მომიახლოვდა და დივანიდან გადმოვხტი. აქ რა გინდა მეთქი და […]
სტამბოლში თეონა თუაშვილი მისმა პაკისტანელმა ქმარმა მოკლა?
სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს ახალი ვერსია გაჩნდა. თუ გუშინ თურქული მედია და გარდაცვლილის ახლობლები მხოლოდ ყაჩაღების თავდასხმას განიხილავდნენ, ამჯერად საუბარია, რომ 26 წლის თეონა თუაშვილი მისმა მეუღლემ მოკლა. მარიკა სონღულაშვილი, რომელიც თუაშვილს გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ტელეფონით ესაუბრა, ირწმუნება, რომ მოკლულ გოგონას პაკისტანელ მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და ბოლო საუბარშიც სწორედ ამას ამბობდა. თურქულ […]
“სასიკვდილოდ მირტყამდა და ძირს დამაგდო, იძულებული გავხდი, მომეკლა” – ჩუმლაყის ტრაგედიის დეტალები
“სხვა გამოსავალი არ დამიტოვა, მე ჩემი თავისთვის უნდა მეშველა”, – ასეთ კომენტარს აკეთებს გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, რომელიც პატიმრობიდან გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა. მისი თქმით, გარდაცვლილი ძალადობდა და იძულებული გახდა, მოეკლა. “მიუღებელი იყო, რაც მე დამემართა და დღესაც ძალიან ვნანობ ამას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მკვლელობა არც განზრახული […]
“ამოღებულია ფეხსაცმელები და ჩანთა” – აფრიკის დასახლებაში მე-9 სართულიდან 14 წლის გოგონა, ს.ც. გადავარდა
23 მარტს აფრიკის დასახლებაში მე-9 სართულიდან გოგონას გადავარდნის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა: “მიმდინარე წლის 23 მარტს, აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე შინგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ მოხდა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა, გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი – ს.ც. გამომდინარე […]
საძაგლიშვილი – “საქმეში არ არის გვარამიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება”
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 24 მარტს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულები გამოიკვლიეს. ნიკა გვარამიას ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც არაერთხელ დადასტურდა, როგორც მოწმეთა ჩვენებებით ასევე წერილობითი მტკიცებულებებით. დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პროცესი ნიკა გვარამიასა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. გამოკვლევის შედეგად, ბუნებვრივია, კიდევ […]
“სამართალს ჩვენი ხელით აღვასრულებთ” – მოკლული შოთა მაზმიშვილის ოჯახი პროტესტს გამოთქვამს
გურჯაანში, ბრალდებულის გათავისუფლებამ მოკლულის ოჯახის პროტესტი გამოიწვია. 1 პირის მკვლელობისა და 1 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და გათავისუფლდა. იმის გამო, რომ ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა და ამჟამად მსაჯულების შერჩევის პროცესი არ დასრულებულა, ბრალდებული გაათავისუფლეს. მოკლული შოთა მაზმიშვილის ოჯახში ამბობენ, რომ ბრალდებულის გათავისუფლება საშიშია არამხოლოდ მოკლულის ოჯახისთვის, არამედ […]
ვაგიფ აქპეროვმა თანამდებობიდან იძულებით გადაყენების გამო პროკურატურას მიმართა
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან [ტმი] ერთად თანამდებობიდან იძულებით გადაყენების გამო პროკურატურას მეორედ მიმართავს. “დღეს, 24 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და ტმი კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობასა და მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ […]










