ფბ გვერდზე “დაიცავი ემიგრანტი” გამოქვეყნდა იურისტ ავთანდილ კუჭავას წერილი, რომელიც მამამისის, ნუგზარ კუჭავას, ნორვეგიაში დაპატიმრებას ეხება: “ნუგზარ კუჭავა დააკავეს ნორვეგიაში 2020 წლის 1 სექტემბერს (ჩვენი ინფორმაციით). 2010 წელს საფრანგეთის სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზატორობის ბრალდებით განაჩენი გამოგიტანაო (საფრანგეთში მამაჩემი 2013 წელსაც იყო და 10 წელია ევროპაშია, პოლონეთის ბინადრობის ნებართვაც აქვს). 1 თვეა თურმე ციხეში ჰყავთ ნორვეგიელებს. […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რეანომობილს 5 საათია, ელიან
ბათუმში სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, თბილისში გადმოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ოჯახის ახლობელი აკაკი წოწონავა„პრაიმტაიმს“ უყვება, უკვე ხუთი საათია რეანომობილს ელოდებიან. „დღეს, ბათუმში დაახლოებით ხუთი საათის წინ, სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ამის შემდეგ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი დახმარება ჩაუტარა. თუმცა, სასწრაფოდ გადასაყვანია თბილისში. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. უკვე ხუთი […]
სააპელაციომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა
ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღინისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს […]
“შაქარაშვილის წყალში ჩაგდებაში ტოიოტას ხუთივე მგზავრი მონაწილეობდა” – პროკურორი ყაზარაშვილი
ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. ის დაცვის მხარის განცხადებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას არ აქვს იმის პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, ან საერთოდ ჩააგდეს თუ არა. “რაც შეეხება ადვოკატების კომენტარს, გამიკვირდებოდა, რომ ეთქვათ, ბრალდების მხარეს […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს. „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან აირჩიეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ პოზიციაზე ის 4 წლის ვადით დაინიშა. უფრო კონკრეტულად, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მოსამართლე წევებმა: ირაკლი შენგელიამ, რევაზ ნადარაიამ, ირაკლი ბონდარენკომ, ვასილ […]
პოლიციამ ლ.ბ. და მ.გ. ნარკოდადანაშაულისთვის დააკავა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ […]
დავით ხიდაშელი პროკურატურაში დაიბარეს
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა, პროკურატურაში დამატებით გამოიკითხება. აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ბიზნესმენის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია. ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მას 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ […]
ნოდარ ხორბალაძე – “ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის საუბარი დაიძაბა” – ახალი ჩვენებები
ახალი ჩვენებები და შეუსაბამობები გარეჯის საქმის მასალებიდან – ირმა გაბუნია, რომელმაც სადემარკაციო კომისიაში 2019 წელს ნატალია ილიჩოვა შეცვალა, ჩვენებაში ყვება, რომ მისი წინამორბედისგან გადაიბარა რუკები და შეინახა სეიფში, რომელიც იმავე ოთახში დგას, სადაც ილიჩოვა მუშაობდა. “მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ნატალია ილიჩოვას ჩემით ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე […]
“გური ამირხანაშვილს ძმაკაცი რომ მოეძებნა, გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა”
გური ამირხანაშვილს თავისი ძმაკაცი რომ მოეძებნა, დღეს გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა – ეს ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენებაა, რომელიც დაკავებულმა სასამართლოს ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე მისცა. დაცვის მხარის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანი ყვება რომ “ტოიოტა ქემრის” მგზავრებმა შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმედ წოდებულ გური ამირხანაშვილს თავისი მეგობრების, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. არასრულწლოვანების პროცესზე გამოძახებული ტოიოტა ქემრის […]
მერაბ მერებაშვილი – “მანქანას ჩემს შვილზე შემთხვევით არ გადაუვლია”
როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი, – ამის შესახებ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ საია-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა. თორნიკე მერებაშვილის მამამ მერაბ მერებაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილისთვის ავტომანქანას შემთხვევით არ გადაუვლია და ის რამდენიმე პირმა სცემა, გამოძიება კი საქმეს სპეციალურად აჭიანურებს. “როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს პროკურორი ნანა […]










