გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გულუაშვილი განმარტავს, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს. „თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის […]
კატეგორია: სამართალი
ნაცმოძრაობის სამგორის შტაბი დაარბიეს
“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. როგორც ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „დაარბიეს სამგორის საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს აფრიკის დასახლებაში. ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები. შუაღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო, რომელმაც ორგანიზებულად მოიტანა აგურები, დაუშინა და გაიქცა. ადგილზე იმუშავეს […]
ბაკურ სორდიას 1 წელი დაუმატეს – ის ციხეში 4 წელს გაატარებს
სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებული ბაკურ სორდია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მსჯავრდებულს 3 წლიანი სასჯელი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდა და ციხეში 4 წელს გაატარებს. გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახის წევრები ბაკურ სორდიას კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლებას მოითხოვდნენ. გარდაცვლილი ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი ელისო რუხაძე Ambebi.ge-სთან აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, სწორი გადაწყვეტილება […]
“ნასვამმა მერაბ ბესელიამ მესროლა ორჯერ… ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით” – რამაზ ხარაზიშვილი დეტალებს ყვება
ქართველი მორაგბე, “შვიდკაცას” კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც გუშინ რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და რაგბის კავშირში არსებულ მდგომარეობაზე და დაპირისპირების მიზეზებზე წერს: “გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის . ამჟამად კარგად ვარ, სახლში ვიმყოფები და მაქვს წოლითი რეჟიმი. საბედნიეროდ ძვალი არ არის დაზიანებული და ოპერაციამაც მარტივად […]
ვილა ალგეთში იგივე მწერები ნახეს, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დღეს “ბუზების ექსპერიმენტს” ჩაატარებენ. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ამ უჩვეულო პროცესს ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც დაესწრება. პოლიციის განყოფილებაში ის 10 საათისთვისაა დაბარებული. რას ნიშნავს ბუზების ექსპერიმენტი? – რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახი დახურულ საკალმახე “ალგეთში” იმყოფებოდა, იქ იგივე სახის სპეციფიური მწერები ნახეს, რაც 23 წლის პროგრამიტის ცხედარზე აღმოაჩინეს. ოჯახი ვარაუდობდა, […]
რუსთავში მე-4 სკოლასთან სროლის გამო 2 პირი დააკავეს
ფიზიკური დაპირისპირება და სროლა რუსთავში. გარჩევის შემდეგ პოლიციამ ორი, 21 წლამდე პირი დააკავა. დაპირისპირებაში, 40-მდე პირი მონაწილეობდა. რატომ დაიწყო ჩხუბი, უცნობია. გარჩევის მონაწილეებიდან ერთი დაკავებული პოლიციამ სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანა. გვიან ღამით ჩხუბის მონაწილე პირები რუსთავის პოლიციაში დაკითხეს. შეგახსენებთ, რომ ჩხუბი გვიან ღამით, რუსთავში, მე-4 სკოლასთან მოხდა. მთავარი
მასობრივი ჩხუბი და სროლა რუსთავში – მე-4 სკოლაში 40 მოსწავლე დაეტაკა ერთმანეთს – ვიდეო
მე-15 მიკრორაიონში ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მათი თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა. კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე […]
“ბაჩალიაშვილის მანქანის მიყვანა ტყეში ამ გზით შეიძლებოდა” – რას მიაკვლიეს ადვოკატებმა
ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – 23 წლის დაღუპული პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, საკალმახე “ალგეთიდან” ავტომობილი სოფელ მაწევანის ტყეში მიიტანეს. ადვოკატემა გოლთეთისა და ალგეთის ტერიტორია დაათვალიერეს და იპოვეს ალტერნატიული გზა ფარულად მისასვლელაგ, სადაც მანქანა გაივლიდა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებაზე 13 სექტემბერს ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი […]
პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა
მორაგბე, “შვიდკაცას” კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების […]
გიორგი გურგულია – “ცოლთან ჩხუბი ნაციონალებმა გამიჩალიჩეს”
სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსახიობ გიორგი გურგულიას მისი მეუღლე ლარისა გიგაური ძალადობაში ადანაშაულებს. მსახიობის ადვოკატის ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. “პრაიმტაიმი” გიორგი გურგულიას დაუკავშირდა და მის ოჯახში მომხდარი სკანდალის დეტალებზე ესაუბრა. – რა მოხდა თქვენს ოჯახში ბატონო გიორგი? – მეუღლესთან ფიზიკური დაპირისპირება არ მქონია, […]










