ნიკა გვარამია – “შაქარაშვილის საქმის მთავარი დამნაშავე ნიკა ჟვანიაა”

ნიკა გვარამია - "შაქარაშვილის საქმის მთავარი დამნაშავე ნიკა ჟვანიაა"“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმეში მთავარი ბრალდებული ნიკა ჟვანიაა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ჩვენი მოკვლევით, ჩვენი გამოძიებით და ჩვენი წყაროების ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მომარჯვებული საგნის – ე.წ დრინის, გადამწვარი მტკიცებულებების, პროკურატურის ვერსიის შეუძლებლობის და ა.შ. ერთიანობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია, რომელიც დღეს მთავარი პასუხისმგებლობის მიღმაა დატოვებული და მისი ბრალი რაში მდგომარეობს არც ვიცით.

იგი დაკითხულია ყველაზე გვიან და მემგონი ერთადერთხელ. გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული და აქედან მოდის ლაქები წინ და უკან, როგორც ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა. საქმეში ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ ხდება გიორგი შაქარაშვილის წყალში ჩაგდება და პრაქტიკულად ასფიქსია ანუ დახრჩობა კვალის მოშორების მიზნით.

ეს არის ისტორია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ახლა რას იზამს პროკურატურა, არის მისი საქმე. ოღონდ ეს საქმე ამ პროკურატურის მიერ თუ არა სხვა პროკურატურის მიერ აუცილებლად გაიხსნება და ბატონი ჟვანიას პასუხისმგებლობაც მოეჩვენებათ ანიმაციად იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს  ხელს აფარებს, – ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალური უწყებების მხრიდან, ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე “მთავარი არხი” საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი