“არასრულწლოვნის გაუპატიურება ჰომოსექსუალის ჩადენილი არ არის”

"არასრულწლოვნის გაუპატიურება ჰომოსექსუალის ჩადენილი არ არის"გუშინ, 12 აგვისტოს, გვიან ღამით, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი გააუპატიურეს. დაზარალებულ არასრულწლოვანს დაზიანებები რამდენიმე ადგილას აღენიშნება.

ძალადობის მსხვერპლი მოზარდი მომხდარის დეტალებს პირველად “მთავარ არხთან” იხსენებს. ამბობს, რომ მარჯანიშვილის მოედნიდან ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის სხვა მეგობრების სანახავად მივიდა. მისი მეგობარი კი ამბობს, რომ მათ ხშირად დევნიან და ქუჩაში აგინებენ.

“ახლა რაც მოხდა – ამ არასრულწლოვანის გაუპატიურება, ეს არ იყო ჰომოსექსუალის მიერ ჩადენილი, ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლებიც ჩვენ გვდევნიან და ქუჩაში გვაგინებენ და ჩვენ რეალობაში მათ არაფერს არ ვუშავებთ და არც არავის ვაიძულებთ იძულებით სექსს. ამას აკეთებენ თვითონ”, – თქვა მისმა მეგობარმა.
გაუპატიურებისთვის ბრალდებული პირი დაკავებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.