ადვოკატი – ”გიგა აბრალავა უმძიმეს მდგომარეობაშია, ის სალომე ბოხუას მკვლელობას აღიარებს”

ადვოკატი - ”გიგა აბრალავა უმძიმეს მდგომარეობაშია, ის სალომე ბოხუას მკვლელობას აღიარებს”სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიგა აბრალავა  წარდგენილ ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო, სინანულს გამოთქვამს.

მისივე თქმით, ბრალდებულს ბრალი უკვე წარედგინა.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს შევხვდი, უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, ძალიან წუხს მომხდარის გამო. რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას, თუმცა მარლთმსაჯულებისათვის გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი იქნება. რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. აღიარებს რეალურად და გულწრფელად ინანიებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს და მისი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით და არსებული წინაპირობისა არ ამართლებს დანაშაულს, ასეთი მოსაზრება აქვს თავად ბრალდებულს.

რაც შეეხება სასამართლოს, დამოკიდებულია, როდის შევა ბრალდების მხარე შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სხდომა წარიმართება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბრალის წარდგენიდან 48 საათში საქმე უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს”, – განაცხადა პავლე კაკაბაძემ.

იპნ