”გიგა აბრალავამ ცოლის მკვლელობამდე შვილს უთხრა, მალე დედიკო აღარ გეყოლებაო”

”გიგა აბრალავამ ცოლის მკვლელობამდე შვილს უთხრა, მალე დედიკო აღარ გეყოლებაო”სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის სალომე ხუბუას გლოვობენ. როგორც მოკლულის ბებია აცხადებს, ქალი ხშირად იყო მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპპლი, თუმცა ამას ბოლო პერიოდამდე მალავდა.

ხუბუას ბებიას თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გიგა აბრალავამ მცირეწლოვან შვილს დაურეკა და უთხრა, რომ მას დედა აღარ ეყოლებოდა.
“ერთი თვის წინ დაგვირეკა, მიშველეთო! ორ საათში ბათუმში გავჩნდით და წამოვიყვანეთ. თურმე ადრე რიონზე ჩაუყვანია, დანა გაუშლია და ამით მოგკლავო. 5 დღის წინ ბავშვს დაურეკა, როგორც კი შენი ნახვის უფლება მომეცემა, დედა არ გეყოლება მამიკოო.

სულ სვამდა, რაც ცეხში სამუშაოდ გადავიდა, ლოთობდა, მოჰყავდა ძმაკეცები და მათზე ეჭვიანობდა, შეჰყავდა ოთახში და სცემდა სალომეს,” – აცხადებს მოკლულის ბებია.

ნიუპოსტი