თელავის რაიონულმა სასამართლომ, წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ, ბრალდებულის მდგომარეობაზე ისაუბრა. ადვოკატ გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც გასათვალისწინებელია. ცნობისთვის, ილია გურაშვილს გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას […]
კატეგორია: სამართალი
ფოთის მერიაში მისმა თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო
82 წლის იზოლდა ხელაძის მკვლელობისთვის 21 წლის ზ.დ. დააკავეს – ვიდეო
პოლიციამ გურიაში მომხდარი 82 წლის იზოლდა ხელაძის მკვლელობა გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 […]
ილიკო გურაშვილს დეიდის, ირინა ხაილოვას, მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს
წნორში დეიდის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს მამაკაცს ბრალი წაუყენეს. 26 წლის ილიკო გურაშვილს გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ძარცვას ედავება, რაც მოკლულის სახლიდან ძვირფასეულობის წაღებას უკავშირდება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს. წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 12:30 – ზე გაიმართება. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი დეიდის, 50 წლის ირინა ხაილოვას მკვლელობის […]
ჩოხატაურში 37 წლის გურამ გურგენიძემ თავი მოიკლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრებმა 37 წლის გურამ გურგენიძემ თავი მოიკლა. ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფით მოიკლა თავი. ”შეძრწუნებული ვართ, არ ვიცით, რა მოხდა. დილით გავიგე მომხდარის შესახებ. რატომ უნდა გაემეტებინა თავი, ვერ გეტყვით. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო, ჩამოყალიბებული პიროვნება, მშრომელი. დამწუხრებულია მთელი სოფელი”, – უთხრა გურია ნიუსს მერი წარმომადგენელმა სოფელ გუთურში გიორგი პაიჭაძემ. გარდაცვლილს მეუღლე და […]
ქართველი მადრიდში მე-4 სართულიდან გადახტა – ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
მადრიდში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის დროს დააკავა. მამაკაცები ერთ-ერთი სახლში შეიპარნენ. მეზობელმა სახლიდან ხმაური გაიგო, მან იცოდა, რომ მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ, და პოლიციაში დარეკა. პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დაიჭირა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ფანჯრიდან გაქცევა სცადა, მან მეოთხე სართულიდან მეორე სართულზე ჩავარდა და სხეული დაზიანებები მიიღო. ნიუპოსტი
დავით მუმლაძის მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯღარკავასთვის აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე იმსჯელა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზურაბ ჯღარკავასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, ძალაში დატოვა. პატიმრობის ათვლა 2 იანვრის 20 საათიდან განისაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. […]
ნიკა გვარამია – ”მოსამართლემ ფაქტობრივად მუშაობა ამიკრძალა, “მთავარი არხის“ პარალიზება უნდათ”
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესს აფასებს. გვარამიას თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი „მთავარი არხის“ პარალიზებაა. „ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს იხილავს. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და პრაქტიკულად მუშაობა ამიკრძალა. „მთავარი […]
წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა – ვიდეო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დეიდა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ 1993 წელს დაბადებული დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დეიდასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფულის გამო მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას თავის არეში დაზიანება მას შემდეგ მიაყენა, რაც ქალმა ფულის მიცემაზე უარი უთხრა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა: ”შინაგან საქმეთა […]
დავით მუმლაძის მკვლელობისთვის რუსთავში ზურაბ ჯღარკავა დააკავეს – ვიდეო
პოლიციამ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 […]










