კატეგორია: სამართალი

82 წლის იზოლდა ხელაძე, რომელიც გაგუდული იპოვეს, პენსიაზე ცხოვრობდა

82 წლის იზოლდა ხელაძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში 2 იანვარს  გარდაცვლილი იპოვეს, სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი საარსებო მინიმუმი მხოლოდ პენსია იყო. ცხედარი საკუთარ საძინებელში, სავარაუდოდ გაგუდული, მეზობელმა ნახა. მეზობლები ამბობენ, რომ ხელაძის ბინიდან ხმაური არ გაუგიათ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მარტოხელა მოხუცის მკვლელობის მიზეზი ყაჩაღობა გამხდარიყო. მეზობლები ერთ საეჭვო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას და […]

ათენში ქართველმა ძარცვისას შუშის კარი ჩაამტვრია და გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამბელოკიპის უბანში, ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც  გარდაცვლილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ბინას ძარცვავდნენ. უწყების ცნობით, დაწყებულია გადასვენების პროცედურები. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია. “ბერძნული მხარის შეტყობინებით ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე […]

გურიაში 80 წლის ქალი დისშვილმა გაგუდული იპოვა – სახლიდან მერსედესის ჯიპია დაკარგული

გურიაში, 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. დანაშაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოხდა. ი.ხ. მისმა დისშვილმა სახლში გაგუდული იპოვა. ”მარტო ცხოვრობდა. როგორც მეზობლებმა ვიცით, დისშვილები პატრონობდნენ. ახლაც, ახალი წლის ღამეს ესტუმრა დისშვილი და ასეთი საშინელება დატრიალდა. თავად დისშვილი ყაჩაღობის დროს სახლში არ იმყოფებოდა, მანქანა კი დატოვებული ჰყავდა. უკან რომ დაბრუნდა, საზარელი ამბავი დახვდა. კეთილშობილი და სათნო ადამიანი […]

იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო. იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი […]

გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. პროცესზე ბრალდების მხარე გიორგი რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განმარტებით, გიორგი რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს და რეალურია. ამასთან, რისკი იმისა, […]

ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე, ბექა კოკაია და გიორგი მუმლაძე გამოუშვეს

გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბექა კოკაია, ზუკა ბერძენიშვილი, ლაშა ბურდული, ზურაბ მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება. როგორც ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მტკიცებულებად წარმოდგენილია ერთნაირი ტექსტით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, რაც ეჭვს აჩენს, რომ ყველა შემთხვევაში […]

შსს-ის ინფორმაციით, პარლამენტის წინ პოლიციამ 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარლამენტის წინ 9 პირია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღსვევათა კოდექისის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.

დეპუტატ ნავერიანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ – შიდა კლანური დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – ვიდეო

“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დაშკინ მამედოვი სასამართლოზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და თამაზ ნავერიანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. “რაც მოხდება ციხეში, ამაში დამნაშავეა თამაზ ნავერიანი” – განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა. მამედოვის მტკიცებით, ის დეპუტატ ნავერიანის ანგარიშსწორების მსხვერპლია და “ოცნების” წარმომადგენლის დაკვეთით, ციხეში მისი მკვლელობა 2-ჯერ სცადეს. ნახეთ “მთავარი არხის” სიუჟეტი. ნიუპოსტი https://www.facebook.com/TvMtavari/videos/473670660228325/

წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა

წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს და თუ ვინმე დამნაშავეა ყველა პასუხს აგებს,- ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ვეფხია ოდიშარიას ინფორმაციით, შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. […]

ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს – ვიდეო

სამართალდამცველებმა დეკემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, […]