ათენში ქართველმა ძარცვისას შუშის კარი ჩაამტვრია და გარდაიცვალა

ათენში ქართველმა ძარცვისას შუშის კარი ჩაამტვრია და გარდაიცვალასაბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამბელოკიპის უბანში, ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც  გარდაცვლილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ბინას ძარცვავდნენ.

უწყების ცნობით, დაწყებულია გადასვენების პროცედურები.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია.

“ბერძნული მხარის შეტყობინებით ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, როდესაც  მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია. გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ სცადა შუშის კარის გატეხვა ,რის შედეგადაც მიიღო მძიმე დაზიანებები, ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საკონსულო უკვე ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მოქალაქე დაკავებულია”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.