საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10.000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის […]
კატეგორია: სამართალი
ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე არ მივა
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას ხვალ არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, გვარამია ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს. „ხვალ არ ვაპირებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას. თუ სასამართლოში დაიბარებენ, იქ გამოვცხადდებით“, – განაცხადა საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების […]
ცოლის თბილისის ზღვაზე გაუპატიურებისთვის ი.ჩ.-ს 7 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.ჩ-მ 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს – ნ.ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. 2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის […]
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და პედაგოგები დააკავეს
პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგები. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების […]
ათონში მოღვაწე ბერის ჩანთიდან პოლიციამ 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი, გიგა ქავთარაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასულიერო პირი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.”ნიუპოსტმა” კი რეზონანსული საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო – კერძოდ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქავთარაძემ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა, რომ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომან მალანია, უდანაშაულოა. ბერი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჩანთა, […]
მამა ანდრია ჯაღმაიძე – “ვიცოდი, რომ ზუგდიდში სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათით ნარკოტიკი მიიღო”
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის ბრალდებას საპატრიარქო ეხმაურება. “კურიერთან” სატელეფონო საუბარში საპატრიარქოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. “მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას, ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, […]
ადვოკატი მოსიაშვილი – “ალექსანდრე ტოგონიძეს ნიკოლოზ ქუმსიშვილის მკვლელობა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს”
მეგობრის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 40 წლის ბიზნესმენი, ალექსანდრე ტოგონიძე აცხადებს, რომ მას აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტოგონიძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა. როგორც მოსიაშვილი აცხადებს, მოკლული ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე ტოგონიძე ბიზნესპარტნიორები არ ყოფილან და არც რაიმე სახის დავა ჰქონდათ. ადვოკატი ამბობს, რომ ტოგონიძე მოკლულ მამაკაცს ბიზნესთან დაკავშირებით კონსულტაციებს […]
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება. შსს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს. იმედინიუსი
პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, წალენჯიხის ცენტრში მოხდა. როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფიფია კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კოლეგების მისამართით ისროდა. საბედნიეროდ, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაცხრილულია პოლიციელების კუთვნილი ავტომობილები. ფიფია გუშინვე დააკავეს. მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან დაკავებული […]
გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო
“რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი “ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებული დირექტორის ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა. ბასილაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ბასილაიამ განმარტა, […]










