კატეგორია: სამართალი

ლერი ლომაშვილი – “ნათლული იმიტომ მოვკალი, რომ ფულს არ მიბრუნებდა და სამსახურს მართმევდა”

თბილისში, ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს, ლერი ლომაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ კახა გაბრიელაშვილთან კონფლიქტი ვალს უკავშირდება. მისივე თქმით, გაბრიელაშვილი პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა. მეტიც ლომაშვილი ირწმუნება, რომ მისი ნათლული მისთვის სამსახურის წართმევას ცდილობდა. სასტიკი მკვლელობა 9 სექტემბერს მოხდა. გამოძიების […]

ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა

ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ხიდგაღმა უბანში მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 30 წლამდე ქალის მისამართით ყოფილმა მეუღლემ რამდენი გასროლა განახორციელა. დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის პოლიციას […]

ირაკლი ბათიაშვილმა სტრასბურის სასამართლო მოიგო – სახელმწიფომ მას 3.600 ევრო უნდა გადაუხადოს

სტრასბურის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა. „საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, […]

სროლა პარლამენტთან

პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, იდენტიფიცირებულია სროლა პარლაემნტის მიმდებარე ტერიტორიაზე – გუშინ გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე უცნობმა პირმა გასროლა აირის ხმოვანი სპორტული იარაღიდან მოახდინა. ადგილზე ნაპოვნია ფუჭი ვაზნა. პოლიციამ იდენტიფიცირება მოახდინა იმ პირის, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეისროლა. შინაგან საქეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქე ჩადენილ ქმედებას აღიარებს. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ნიუპოსტი

აფგან მუხთარლი გერმანიამ პოლიტიკურ პატიმრად აღიარა

გერმანიამ აფგან მუხთარლი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. აღნიშნული ფაქტი დაერთო ეროპულ სასამართლოში არსებულ იმ საქმის მასალებსაც, რომელიც მის ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ – ინფორმაცია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადამიანის უფლებათა სახლში აფგან მუხრთალის მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს. ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მუხთარლის საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ვიდეომტკიცებულება საქართველოს პროკურატურამ არ გახსნა და ამ […]

გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო. გაბუნია უწყებაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გამოკითხვა გაბუნიას თხოვნით გადაიდო. შეგახსენებთ, გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და […]

სროლა მარნეულის ჩაიხანაში – 2 ადამიანი დაიჭრა

ქალაქ მარნეულში ერთ-ერთ ჩაიხანაში სროლის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, რუსთაველის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩაიხანის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია 19-დან 22 წლამდე ასაკის 2 ახალგაზრდა. დაჭრილები სოფელ ჯანდარიდან არიან. უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე  ძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

ვატო წერეთელი – “ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში”

ყველა კრიტიკულ მედიას, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღძრეს საქმეები. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს თავისუფლებაზე ევაჭრონ, – ამის შესახებ განცხადება “TV პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ვატო წერეთელის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და თავისუფალი სიტყვის დასაცავად მზად არიან წავიდნენ საპატიმროშიც. „არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით […]

გოჩა ვეფხვაძეს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა – “ტვინის შეშუპება არის საკმაოდ დიდი”

გვიან ღამით დასრულდა მძიმედ დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის მეორე ოპერაცია – მას ტრეპანაცია დასჭირდა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება. რაც შეეხება ბრალდებულებს – არც ერთი მათგანი ჯერ დაკავებული არ არის. “გართულების გარეშე ჩაიარა ოპერაციამ, თუმცა მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება. ტვინი არის ძალიან დასიებული და შეშუპება არის საკმაოდ დიდი”. –  უთხრა რუსთავი 2-ს გოჩა ვეფხვაძის ნათესავმა […]

გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის მცდელობისთვის პოლიცია დათო რუსიას, ვაჟა ოჩიგავას და კიდევ 3 პირს ეძებს

ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობა და უკანონო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების აღკვეთა,-  სისხლიან გარჩევაში მონაწილე ეჭვმიტანილ  ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. “კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ დათო რუსია, რომელიც გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის მცდელობის საქმეში მთავარი ფიგურანტია, საკუთარ სახლთან მომხდარის შემდეგ არავის უნახავს. რუსია ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა დღეს მის ბინაში მისულებს […]