სროლა მარნეულის ჩაიხანაში – 2 ადამიანი დაიჭრა

სროლა მარნეულის ჩაიხანაში - 2 ადამიანი დაიჭრაქალაქ მარნეულში ერთ-ერთ ჩაიხანაში სროლის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.

შემთხვევა დღეს, რუსთაველის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩაიხანის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია 19-დან 22 წლამდე ასაკის 2 ახალგაზრდა.

დაჭრილები სოფელ ჯანდარიდან არიან. უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდებს რამდენჯერმე ესროლა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე  ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის  განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციას ეჭვმიტანილები დაკავებულები არ ჰყავს და მათი დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. ამ დრომდე უცნობია მომხდარის მიზეზი.