კატეგორია: სამართალი

ყიფშიძეზე გარჩევაში დაჭრილები ლევან ძნელაძე და გივიკო ცინცაძე არიან

ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა და დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პირი, რომელიც მძიმედ არის დაშავებული და ამჟამად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩბა, ლევან ძნელაძეა, ხოლო ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და გუშინ “კურიერის” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებშიც ჩანდა, მარიკა წერეთელი. ლევან ძნელაძის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი ფლობდა მიწას […]

იტალიის პოლიციამ 2 ქართველი დააკავა

იტალიის პოლიციამ, ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს. მათ ქალაქ ტრიესტში სახლებიდან  133 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. დაკავებულები 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც სამხილები ამოიღეს. სამართალდამცველებმა მეორე ეჭვმიტანილი რომის აეროპორტში აიყვანეს. მძარცველთა ჯგუფის მესამე წევრი კი ძებნაშია. რუსთავი 2

ყოფილი ცოლის და სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ს.-ს 16 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა. „2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში […]

შსს – “გურამ ჩალაგაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ამიტომ დავაკავეთ”

შინაგან საქმეთა სამინისტრო “გამარჯვებული საქართველოს” წევრის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს” – აღნიშნულია […]

თელავში ნონა ლაზარიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზ კეკელიძე გარდაიცვალა

თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული რევაზ კეკელიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თელავში ჭონქაძის ქუჩაზე 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ყოფილმა ქმარმა ერთი კვირის წინ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ამის შემდეგ მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროდან აცნობეს, საქმე სსკ-ის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” […]

გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, სამართლადამცავებმა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. როგორც “ნიუპოსტს” ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, ჩალაგაშვილი უკვე სასამართლოშია გადაყვანილი და მეტი ნფორმაციას ის ამ დროისთვის არ ფლობს. ჩალაგაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

მარიკა წერეთელი – “მე დღეს მომკლეს ჩემს ქმართან ერთად”

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლემ, მარიკა წერეთელმა “ნიუპოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. წერეთელი აღნიშნავს, რომ მას ყიფშიძეზე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, თუმცა კრიმინალები დაახვედრეს. „მე სულ სხვა ადამიანებთან მქონდა შეხვედრა დანიშნული და სულ სხვა ადამიანები მოვიდნენ. მაქვს ეჭვი, იმათი გამოგზავნილები არიან… ვითომ კაცები და მაგარი ბიჭები, როგორც […]

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი გააუთოვეს – ყაჩაღებმა 12.000 ლარი და ბევრი ოქრო წაიღეს

ყაჩაღობა თბილისის ცენტრში – ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცხელი უთოთი აწამეს, ბლაგვი საგნით სცემეს, ვიდრე არ გაიგეს, სად ინახავდა ის ოქროსა და ფულს. სასტიკ თავდასხმას წინ მუქარა უძღვოდა – 35 წლის ნატა ფუტქარაიამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე შეტყობინება მიიღო, რომ მის შვილს მოკლავდნენ. თავდამსხმელებმა 12.000 ლარი და დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს. ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, მას […]

წყალტუბოში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს _ დედამ ეს რომ გაიგო, კორპუსიდან გადახტა

უბედური შემთხვევა წყალტუბოში – შეყვარებული გოგონა, გაურკვეველი წარმოშობის აბები თუ სხვა რა გახდა წყალტუბოში 18 წლის ბიჭის დაღუპვის მიზეზი. მოზარდი მეზობლებმა კორპუსთან გარდაცვლილი იპოვნეს. ის ვარდნის შედეგად იყო დაღუპული. ირკვევა, რომ გარდაცვლილის ტელეფონში ერთი ფოტოს გარდა ყველაფერი წაშლილი იყო, ჩანთაში კი აბები აღმოაჩინეს. “ზემოთ სახურავზე კურტკა და ტელეფონი ყოფილა, აბსოლურტურად ყველაფერი წაშლილი იყო, ერთი ფოტოს […]

ვაკეში 2 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია. როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება. ექიმი ირაკლი ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის […]