კატეგორია: სამართალი

გოგა წურწუმია – “ჩემი ძმა მიყვარს და მეყვარება, თავს არ დავიცავ”

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, 1983 წ. დაბადებულ გოგა წურწუმიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომდგომლობა. “მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება. თავს არ დავიცავ,”- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და […]

სარფში ნარკოდანაშაულისთვის 52 წლის ბ.ჩ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ჩ., საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება […]

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მას სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი […]

ადვოკატი როსტიაშვილი – ”არასრულწლოვანის ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს, რომელ ძარცვაზეა ლაპარაკი?”

არასრულწლოვანის ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ. რომელ ძარცვაზეა საუბარი? – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის ჯგუფურად ძარცვაში ბრალდებული გიორგი წიწილაშვილის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა. ადვოკატი ირწმუნება, რომ გარდაცვლილმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ პირებს მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა, რომელიც დაკავებულებმა ლომბარდში ჩააბარეს. „შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. ტელეფონი […]

პროკურორი ნათია ქომოშვილი – ”ვარკეთილში 16 წლის მოზარდი ჯგუფურად გაძარცვეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა”

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორის, ნათია ქომოშვილის განცხადებით, არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ განახორციელეს ბრალდებულებმა გარდაცვლილის ჯგუფური ძარცვა. თუ რა სახის მტკიცებულებებია საქმეში, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია მთლიანად გაიზიარა. „მოცემულ საქმეზე […]

მკვლელობა წურწუმიებში – მოკლულმა მკვლელს დედის შეურაცხყოფისთვის შენიშვნა მისცა – ახალი დეტალები

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ “ნიუპოსტმა” ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილმა დედის შეურაცხყოფის გამო ძმას შენიშვნა მისცა. აღნიშნული ფაქტი მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ძმამ მეორე წაიყვანა თავის შვილის საფლავზე, სადაც მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ჩადენილია ცივი იარაღით, გარდაცვლილი დაჭრილია ფილტვში და დაიცალა სისხლისგან. ოკუპირებული აფხაზეთიდან […]

მკვლელობა წურწუმიებში – ძმამ შვილის საფლავზე გერმანიიდან ჩამოსული ძმა მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა. სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 41 წლის მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ძმები წურწუმიები აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობდნენ. დაკავებულია 36 წლის მამაკაცი. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დაკავებული ბრალს აღიარებს. სოფელში მერის წარმომადგენელმა ზურაბ ფაჟავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ გარდაცვლილს შვიდი ჭრილობა […]

ვარკეთილში 16 წლის ბიჭს დაღუპვამდე მობილური წაართვეს – დაკავებულია 6 პირი

ვარკეთილში იმ უბანში, სადაც მე-11 კლასელი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, რამდენიმე დაკავების ოპერაცია ჩატარდა. საქმის ახალ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კურიერის ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. უწყებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ხოლო 6 პირი 178-ე, ძარცვის მუხლით დააკავეს. იმის გამო, რომ დანაშაულში არასრულწლოვნებიც არიან, საქმის განხილვები სასამართლოში […]

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში დაგეგმილი ოპერაცია იყო – რას წერს გერმანული მედია

გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას კრიმინალური სარჩული არ გააჩნია, ის დაგეგმილი ოპერაცია იყო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ბელინგკატის, ინსაიდერის, დოსიე ცენტრის და შპიგელ ონლაინის ერთობლივად ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც გამოძიების მონაწილეები ამტკიცებენ, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვი ბერლინში სხვისი სახელით და გვარით გაემგზავრა რუსეთის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით. […]

პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები დაიბარეს

პატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ხვალ, 28 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ. უწყებაში გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა 13:00 საათზე არიან დაბარებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხეს. არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების […]