მსჯავრდებულები საქართველოს პრეზიდენტს უჩივიან – განცხადება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გააკეთა. კაკაბაძის თქმით, პატიმრები რომლებიც შეწყალებას ელოდებოდნენ, მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ შეწყალების აქტით ვეღარ ისარგებლებენ. “მე თავად დავეხმარები მსჯავრდებულებს და მათთან ერთად მოვამზადებ კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტზე სარჩელს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი და ეს იყო პოლიტიკური განაცხადი,”- აცხადებს ნანა კაკაბაძე. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავდებულების შეწყალებაზე მორატორიუმი მას […]
კატეგორია: სამართალი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში მივიდა
გენერალურ პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა. ისინი გამოკითხვაზე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უფრო კონკრეტულად, პროკურატურაში დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი. პროკურატურაში შესვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელებმა ამ საქმეზე მედიის შეკითხვებს არ უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ შეწყალების საქმეზე […]
”ჩემს შვილს პოლიციელი ურტყამდა. მეც ავიღე ჯოხი და პოლიციელს ჩავარტყი” – რა მოხდა ბოდბისხევში
კახეთში, სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცვებს თავს დაესხნენ. საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოქალაქე მამუკა ყაჭრიშვილის დაკავება სცადა, რომლის დროსაც შს სამინისტროს წარმომადგენელს მამაკაცის ოჯახი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელს დაზიანება ჯოხით მიაყენეს. მამუკა ყაჭრიშვილის დედა ირწმუნება, რომ პოლიცია მის შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა და ყაჭრიშვილის დახმარება ოჯახმა და მეზობლებმა სცადეს. ყაჭრიშვილმა მიმალვა მოახერხა. პოლიციამ […]
იაგო ნებიერიძის სამუდამო პატიმრობა სააპელაციომ უცვლელად დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში, რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის იაგო ნებიერიძის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ძალაში უცვლელად დატოვა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იაგო ნადიბაიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის […]
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წელი შეეფარდა
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დღეს, 26 სექტემბერს, გამოაცხადა. ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. […]
„არ ვაკეთებ კომენტარს“ – პროკურატურაში ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა. ხუციშვილი გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით ხუთსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა, თუმცა, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგაც მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა. „არ ვაკეთებ კომენტარს“, – აღნიშნა ანგი ხუციშვილმა. იპნ
ხურჩაში ჯარისკაცი კობა გეთია დაიჭრა
ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე განთავსებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი კობა გეთია ფეხშია დაჭრილი. იგი ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაჭრილის ბების, თეთრიკო გეთიას თქმით, ოჯახს მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა. „დილის 7:00 საათზე ამდგარა ბავშვი, მორიგე […]
ანგი ხუციშვილი პროკურატურაში მივიდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ანგი ხუციშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა. “არ გპასუხობთ. გამოძიებას გავცემ პასუხს,” – აღნიშნა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და […]
ახმეტის სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ 33 წლის ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი მწყემსმა იპოვა. ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სასტუმროში მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მალხაზ კობაური – ”თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ სურათი მკვლელების გადაღებულია” – მწყემსი სმიტების ოჯახის მკვლელობას უარყოფს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაური დუმილს არღვევს და სასტიკი დანაშაულის დეტალებს ჰყვება. როგორც კობაურმა “მთავარს” უთხრა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და „სურათები არის მკვლელების გადაღებული“. “რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიანისა და მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას, რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. […]








