სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს […]
კატეგორია: სამართალი
ისანში ”სპარში” შესულ პირს მანქანა მოპარეს
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქურდობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავტომობილი მაშინ წაიყვანეს, როცა მეპატრონე “სპარში” რამდენიმე წუთით შევიდა. ამასთან ირკვევა, რომ გუშინ კიდევ ერთი ავტომობილი მოიპარეს აღნიშნული ტერიტორიიდან. ისანში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა 2 საცხოვრებელი ბინაც გაქურდეს. პოლიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში კითხავდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ამოიღეს “სპარის” სათვალთვალო კამერებიც. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის […]
ნიკა მელია პროკურატურაში მივიდა – ”როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე”
ეს არ არის პროკურატურა – თადუმაძეებში ვარ მოსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურასთან განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ის დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებაზე უარის თქმას არ აპირებს. „მე ვარ მზად შევასრულო ჩემი უფლებამოსილება როგორც დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, რომელიც ამ შენობაშია. ეს არ არის პროკურატურა […]
ქუთაისის აეროპორტში ბელგიელ ს.გ.-ს ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები უპოვეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს. „საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
საქართველოს გენერალური პროკურატურა, შეზღუდვების დარღვევის გამო ნიკა მელიას უწყებაში იბარებს და აღნიშნულთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30.000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების […]
რუსთაველზე გ.ყ. დაჭრეს – დაკავებულია ლ.კ.
რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ლ.კ. მომხდარიდან მალევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები […]
დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს
ადვოკატი თოდუა -“ზაზა სარალიძე წესიერი კაცია, მაგრამ მას მართავდა ზვიად კუპრავა, რომელსაც პრემიერობა უნდოდა”
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, საქმეში ორი პოლიტიკური ძალის – “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” ინტერესი იკვეთება და ამ ორი ძალის მოქმედების პროდუქტია მიხეილ კალანდიას დაკავება. როგორც თოდუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზაზა სარალიძეს კონკრეტული პირები მართავდნენ. „ამ საქმეში პოლიტიკისგან გვერდის ავლა […]
17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილია
პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 17 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. გასულ წელს, მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ. 17 წლის თერჯოლელი ბიჭი ჯუბა მარგველაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორს, დავით ნიშნიანიძეს ესაუბრა. „ჯუბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის შარშან […]
რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას 50.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქაო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. ცნობისთვის, კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი […]









