ეს არ არის პროკურატურა – თადუმაძეებში ვარ მოსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურასთან განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ის დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებაზე უარის თქმას არ აპირებს. „მე ვარ მზად შევასრულო ჩემი უფლებამოსილება როგორც დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, რომელიც ამ შენობაშია. ეს არ არის პროკურატურა […]
კატეგორია: სამართალი
ქუთაისის აეროპორტში ბელგიელ ს.გ.-ს ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები უპოვეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს. „საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
საქართველოს გენერალური პროკურატურა, შეზღუდვების დარღვევის გამო ნიკა მელიას უწყებაში იბარებს და აღნიშნულთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30.000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების […]
რუსთაველზე გ.ყ. დაჭრეს – დაკავებულია ლ.კ.
რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ლ.კ. მომხდარიდან მალევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები […]
დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს
ადვოკატი თოდუა -“ზაზა სარალიძე წესიერი კაცია, მაგრამ მას მართავდა ზვიად კუპრავა, რომელსაც პრემიერობა უნდოდა”
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, საქმეში ორი პოლიტიკური ძალის – “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” ინტერესი იკვეთება და ამ ორი ძალის მოქმედების პროდუქტია მიხეილ კალანდიას დაკავება. როგორც თოდუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზაზა სარალიძეს კონკრეტული პირები მართავდნენ. „ამ საქმეში პოლიტიკისგან გვერდის ავლა […]
17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილია
პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 17 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. გასულ წელს, მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ. 17 წლის თერჯოლელი ბიჭი ჯუბა მარგველაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორს, დავით ნიშნიანიძეს ესაუბრა. „ჯუბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის შარშან […]
რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას 50.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქაო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. ცნობისთვის, კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი […]
გურამ ჩალაგაშვილი პროკურატურას – “ირაკლი ოქრუაშვილის გამოსაშვებად ნახევარ მილიონს გთავაზობთ”
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხად პროკურატურას ნახევარი მილიონი ლარი შესთავაზა. მისი თქმით,ხელისუფლება გურამ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა. პროკურატურის გარიგებას შს სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი არ დათანხმდა.
იტალიაში ბინების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 42 წლის კ.კ. დააკავეს. მამაკაცი რამდენიმე ბინისა და კერძო სახლის გაქურდვაშია ბრალდებული. ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული. ბრალდებულს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული. ნიუპოსტი










