კატეგორია: სამართალი

სამშენებლო მასალის კანონდარღვევით შემოტანის და რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება – გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ – ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც […]

”მან ქამ­რით სცე­მა სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი. ასე­ვე სცე­მა სა­კუ­თა­რი და” – ვინ არის დ.ს., რომელსაც ვახო სუთიძის დაჭრა ედება ბრალად

რამდენიმე დღის წინ, ვე­რა­ზე მო­დის კრი­ტი­კო­სის დალი ჩი­ტა­ლა­ძის 39 წლის ვაჟი, ის­ტო­რი­კო­სი ვახო სუ­თი­ძე დაჭ­რეს. უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სუ­თი­ძეს თავს სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში და­ეს­ხა და ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეს მყო­ფი დ.ს. უკვე და­ა­კა­ვა. ”ამბები” […]

ზვიად კორძაძე – ”გახარიას წერილზე” ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი”

”ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.” ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ “არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან” შეხვედრისას განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით თითის ანაბეჭდია ასახული. ადვოკატი ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს. „ამ დისკს […]

ბექა მინდორაშვილი – “პოლიციაში ფეხებით დამკიდეს და ამიტომ ვთქვი, რომ ვანო მახარაშვილი მე მოვკალი”

გურჯაანის პოლიცია მორიგ სკანდალში ეხვევა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელსაც “მთავარი” ასაჯაროებს, დგინდება, რომ 16 წლის არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ 34 წლის მამაკაცის, ვანო მახარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეა, აწამეს და აიძულეს დანაშაული ეღიარებინა. არასრულწლოვანი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა ცემის შედეგად დააწერინეს, რომ მკვლელობის შემდეგ მან ცხედარი დაანაწევრა და მდინარეში გადაყარა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მამაკაცი, […]

თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა – ადვოკატის განცხადება

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. როგორც გაბუნია აცხადებს, მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს. თამარ […]

ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკისგან 221.952 ლარს ითხოვს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა […]

“რძალს 100 ლარი ვთხოვე, არ მომცა და ტაბურეტი თავში ჩავარტყი” – გულნარა პივაზის მკვლელობაში ბრალდებულ ისე ამარიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

62 წლის გულნარა პივაზის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. შუამდგომლობას ბრალდების მხარე მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფუძვლებით ასაბუთებდა. როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, ბრალდებულმა ისე ამარიანმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მან 62 წლის ქალს კისრის არეში 4 ჭრილობა მიაყენა, ასევე ჭრილობები […]

თერჯოლაში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო

თერჯოლაში, სოფელ გოდოგანში, 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 9 სექტემბერს, შუადღისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დედამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

85 წლის ომარ გამყრელიძე 2.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და 2.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ საამოსამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა. ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, […]

“გურიის მოამბეს” რედაქტორ თეა იოსელიანს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან

რეგიონალურ ყოველკვირეულ გაზეთ “გურიის მოამბეს” რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით შვილების ლიკვიდაციას გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი უკვე 10 დღეა ემუქრება. „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“ – „გურიის მოამბის“ რედაქტორს, თეა იოსელიანს ამ შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება ფეისბუკის საშუალებით გამოუგზავნეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თეა იოსელიანმა განცხადებით დღეს მიმართა. დღესვე, შსს გურიის დეპარტამენტში მოხვდა თეა […]