გურამ ჩალაგაშვილი პროკურატურას – “ირაკლი ოქრუაშვილის გამოსაშვებად ნახევარ მილიონს გთავაზობთ”

გურამ ჩალაგაშვილი პროკურატურას - "ირაკლი ოქრუაშვილის გამოსაშვებად ნახევარ მილიონს გთავაზობთ"პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხად პროკურატურას ნახევარი მილიონი ლარი შესთავაზა.

მისი თქმით,ხელისუფლება გურამ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა. პროკურატურის გარიგებას შს სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი არ დათანხმდა.