თიანეთში ოლეგ მამადაშვილის მკვლელობისთვის ზურა მამადაშვილი დააკავეს

თიანეთში ოლეგ მამადაშვილის მკვლელობისთვის ზურა მამადაშვილი დააკავესმკვლელობა მოხდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მეზობელს ზურგის არეში დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.

სასტიკ მკვლელობას მოკლულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო.

პოლიციამ 1982 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა.

“კვირის პალიტრა” მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ზურა მამადაშვილი წარსულში ნასამართლევია და ის ციხიდან შეწყალებით გამოვიდა.

შემთხვევა სოფელ მამადაანებში 6 სექტემბერს მოხდა. მოკლული ოლეგ მამადაშვილია.

ნიუპოსტი