რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარ ბაღში ჩამოიხრჩო. როგორც “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა, მისივე ცნობით გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა. სუიციდის მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორუსთავი
კატეგორია: სამართალი
გერმანიის ციხიდან გაქცეული ვაჟა ბურჯანაძე დააკავეს
გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე, ქართველი პატიმარი, რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა კვლავ დააკავეს. 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე მემინგენიდან 30 კილომეტრში დააკავეს, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა. სააგენტო DPA-ს ცნობით, გაქცეული პატიმრის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მოსახლემ შეატყობინა. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ. მემინგენის ციხიდან ორი პატიმარი, მათ შორის, ერთი ქართველი 4 აგვისტოს გაიქცა. გერმანული პოლიციის თანახმად, […]
ირაკლი გიორგობიანი – “გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა მარცხენა ყური” – გარჩევა კომპანია „ნილის“ 2 მილიონიანი ვალის გამო
სასტიკი ანგარიშსწორება ბიზნესმენის წინააღმდეგ – „კურიერმა” მოიპოვა ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც ზაჰესის ხიდთან მას ყოფილი ბიზნესპარტნიორი თავს დაესხა და ყური მოაჭამა. ჩვენებაში ის ასახელებს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა და 90-იანი წლების წესებით გაუსწორდა – ის კასპელი ბიზნესმენი, გიორგი ნინოშვილია. ჩვენებაში გიორგობიანი, იგივე “გლობუსა” წერს, რომ თავდასხმა ფულის გამო […]
დიდი დაჭერები იწყება – რატომ განაახლა პროკურატურამ ქუმსიშვილის და ალავიძის საქმის გამოძიება
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის შემდეგ, კიდევ უფრო ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველოდება – მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხმაურიანი დაჭერებს გეგმავს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ოპონენტებთან გაასწორებს ანგარიშს, მთავარი მეოცნებე თავისიანებს ააწიოკებს. ზოგიერთს კი იმის გამო დააბარებინებს პროკურატურაში, რომ ოპოზიციისკენ არ გაიხედონ. დღეის მდგომარეობით დაჭერის ყველაზე მეტი შანსები დიმიტრი […]
ვაჟა ბურჯანაძის დედა – ”ჩემი შვილი 25 დღეში უნდა ჩამოსულიყო”
გერმანიის ციხიდან გაქცეული ვაჟა ბურჯანაძის ოჯახმა შვილის გერმანიის ციხიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია “კურიერის” ეთერიდან შეიტყო. ბურჯანაძის ოჯახი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ვაჟა ბურჯანაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გერმანიაში წასვლიდან ერთ თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რას საქმიანობდა საზღვარგარეთ, ოჯახის წევრებისთვის უცნობია. 37 წლის მამაკაცის დედა ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი მხოლოდ […]
გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი ვაჟა ბურჯანაძე თურქთან ერთად გაიპარა – პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიის რეგიონში მემინგენის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეს ეძებენ. მათივე ცნობით, ციხიდან ვაჟა ბურჯანაძესთან ერთად თურქი პატიმარი იმ დროს გაიქცა, როდესაც ისინი ეზოში სეირნობდნენ შემდეგ კი ღობეზე გადაძრომა მოახერხეს. ბავარიის პოლიცია მოქალაქეებს სიფთხილისკენ მოუწოდებს. სამძებრო სამუშოებში ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული. კომენტარი საქართველოს შსს-შიც გააკეთეს. „გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, […]
ლუკა კალანდია – “მიხეილ კალანდიას პროცესი ღია უნდა იყოს”
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა, პროცესები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯაროდ უნდა ჩატარდეს და საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. „გასულ სხდომაზე აღკვეთი არ შეუცვალეს, არც ველოდებოდით შეცვლას, ისედაც უდანაშაულოდ არის […]
ბათუმის საშაურმეში არაბმა ტურისტმა ქართველი კაცი დაჭრა
ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა 4 აგვისტოს საღამოს 10 საათზე გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა. თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ არაბი ტურისტები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს არაბმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა. დაჭრილი პირი სასწრაფო […]
გიორგი კვირიკაშვილი შეიძლება პროკურატურაში დაიბარონ
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარონ. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას აინტერესებს კვირიკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი გაფლანგული მილიონებთან. “კურიერი” ინფორმაციის გადასამოწმებლად გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ გამოძიება საქმეზე გრძელდება. “რუსთავი2” დიმიტრი ქუმსიშვილთან და დავით შავლიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს […]
პროკურატურამ დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. “კურიერის” ინფორმაციით უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა. ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი […]










