ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორაში“ რამდენიმე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეიჭრა, დააზიანეს ინვენტარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. ამის შესახებ ზუგდიდიდან „ინტეპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება. მაღაზიის სამი თანამშრომელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ისინი ნევროტულ მდგომარეობაში არიან. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ […]
კატეგორია: სამართალი
ზუგდიდში ევროკავშირის ოფისის ავტომობილი გაქურდეს
თბილისში პოლიციელს ესროლეს
თბილისში, ვეჯინის ქუჩაზე ორმხრივი სროლა იყო – არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობაში ბრალდებულმა დევნის დროს სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა. გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდანაც. როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოუტანოს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. საბოლოო სიტყვით სავარაუდოდ, ბრალდებული მირზა სუბელიანიც ისარგებლებს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. […]
პროკურატურა – “თიბისის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის, დაკითხვაც იგეგმება”
TBC ბანკის საქმეზე გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის, დაკითხვაც იგეგმება. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, სალომე ჩიქობავამ, მესამე არხზე გადაცემა “მთელ ამბავში” ისაუბრა. ჩიქობავას ინფორმაციით, აქამდე პროკურატურას ბუცხრიკიძე არ დაუკითხავს. “გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც საქმესთან შემხებლობაშია. რაც შეეხება დროს და თარიღს, ამის შესახებ პროკურატურა დამატებით აცნობებს საზოგადოებას“, – განუცხადეს “ნიუპოსტს” მთავარ პროკურატურაში.
ბანოჯაში მხატვარ ლევან გოგიტიძის სახლი გაქურდეს – წაღებულია 350 ევრო
ქურდობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – სოფელ ბანოჯაში მხატვარ ლევან გოგიტიძის სახლი გაქურდეს. როგორც გოგიტიძის მეუღლე ჰყვება, ქურდები სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ოჯახის არცერთი წევრი შინ არ იყო. ნინო გოგისვანიძის თქმით, სახლიდან წაღებულია 350 ევრო. მათი აზრით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ქურდებმა სახლში შესაღწევად გისოსი გადაჭრეს. მათ მხოლოდ თანხის წაღება შეძლეს, რადგან, სავარაუდოდ, სახლში დაბრუნებული ოჯახის წევრები შენიშნეს. როგორც ნინო გოგისვანიძე […]
ვინ მოკლა დედა-შვილი ნაზი ჯალაბაძე და მერი ჯაფიაშვილი? – ომარ ბაციკაძეს დანაშაული არ უმტკიცდება
სოფელ ტახტისძირში მომხდარი საზარელი მკვლელობიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხიმ ვინ მოკლა საკუთარ სახლში დედა-შვილი 66 წლის ნაზი ჯალაბაძე და 31 წლის მერი ჯაფიაშვილი. მოკლულების ცხედრები მეზობლებმა იპოვეს. ორივეს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი. უცნობია რა გახდა სასტიკი დანაშაული მოტივი. დედა-შვილი ნაცემები იყვნენ, სავარაუდოდ გასროლამდე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლში […]
სპეცოპერაცია ფოთში – ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალი 3 ადამიანს წაუყენეს
ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 20 ადამიანიდან ბრალი ამ დროისთვის სამს, ქურდული სამყაროს წევრობის გამო წაუყენეს. უახლოეს ხანებში ბრალს კიდევ 2 მათგანს წაუყენებენ. დანარჩენები კი მოწმისა და ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, „ლავას ოღლისთან,“ ზურაბ მზარეულასთან და როლანდ გეგეჭკორთან. „კურიერის“ ინფორმაციით, ეს ადამიანები ხშირად პოლიტიკურ პროცესებშიც ერთვებოდნენ და სპეცოპერაციაც […]
ბათუმში მომხდარი დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს
ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა სულ 5 პირი დააკავეს. ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბი იმ საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაშავებულს მუცელში აღენიშნებოდა ჭრილობები, მეორეს კი ბარძაყის არეში. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. მესამე დაშავებულს ჭრილობები […]
პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავა
პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. ბრალდებული ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს, რომელსაც სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა. სწორედ ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაში გამოვლენილი ხარვეზების გამო მოხდა ხ.გ-ს დაკავება. […]









