– უფლება მიეცი, მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო, რაც ქალს გაუკეთე, ამ წინადადებით მიმართა თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე პროკურორმა დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ 39 წლის ექიმს. ქართველი ქალის სიკვდილი დღემდე იდუმალებით არის მოცული. ექიმი საკუთარ შეცდომას აღიარებს, თუმცა, არის თუ არა ეს ერთადერთი მიზეზი, უცნობია. – ექიმი მკვლელობის რეალურ მიზეზს არ ასახელებს. თუმცა, არსებობს […]
კატეგორია: სამართალი
დადიანის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი დაჭრეს
დადიანის ქუჩაზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.
65 წლის მწვრთნელმა ჩვენება შეცვალა – ის არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას არ აღიარებს
ზუგდიდის სასამართლოში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის ქალთა საფეხბურთო გუნდის 65 წლის მწვრთნელის სასამართლო პროცესი დაიხურა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურომა მაია ჯაბუამ მიმართა. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია და საუბარია სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე, სხდომა უნდა დაიხუროს. ეს პოზიცია გაიზიარა ბრალდებულმაც, რაც შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა […]
დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე პოლიციამ დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი – 1986 წელს დაბადებული ასლან ბეჟანიძე თბილისში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: “გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, […]
ბათუმში 12 წლის მოზარდი მე-6 კლასელმა დაჭრა – ახალი დეტალები
ბათუმში, 12 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, დაჭრილი ბიჭი დაინახეს და როგორც ამბობენ, ის მე-6 კლასელმა თანატოლმა დაჭრა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობს. ერთერთმა მეზობელი იმასაც ამბობს, რომ ეზოში ბავშვები ხშირად იკრიბებიან, ძირითადად კი სიგარეტს ეწევიან. სიგარეტის მოსაწევან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზეგამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის […]
იტალიაში ქართველებმა ქართული კომპანია დააყაჩაღეს
იტალიის ქალაქ ბარიში ქართველმა ქართული ფულადი გზავნილების კომპანია „ინტელ ექსპრესის“ ოფისი დააყაჩაღა. შემთხვევა 1 აპრილს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. დაყაჩაღებისას მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ მოახერხეს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება და მიმალვა. საქმეს იტალიის პოლიცია იძიებს, ოფისის თანამშრომლები კი, სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ. პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან მძარცველების სურათები ამოიღო. მიმდინარეობს ძიება.
ბათუმის მე-7 სკოლასთან 12 წლის ბიჭი დაჭრეს
ბათუმში, მე-7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის ბიჭი დაჭრეს. სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დანით დაჭრეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფოს ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, ისიც არასრულწლოვანია. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
მამუკა ჭელიძე – ”გიორგი გიორგანაშვილს 20 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრება”
– მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით […]
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
31 მარტს, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. მაუწყებელში ჟურნალისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რის შესახებ მათ დღეს განცხადებაც გაავრცელეს. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ […]
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმე და რუსული სპეცსამსახურების კვალი – პროკურორის შვილი დუმილს არღვევს – ვიდეო
პროკურორის ოჯახი ალაპარაკდა. ორი წლის წინ მოკლული სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას შვილმა დუმილი დაარღვია და საქმის გამოძიების საკუთარ ვერსიებზე „ახალ კვირასთან“ ისაუბრა.ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ სამართალდამცავები მათი კოლეგის საქმეს ობიექტურად გამოიძიებდნენ, თუმცა ქირიას შვილი დღეს ამბობს, რომ პროკურატურის ვერსია დადგმული სპექტაკლია. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და პროკურატურის მიერ ჩატარებული ძიების […]










