კატეგორია: სამართალი

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სკანდალურად ცნობილი „ბაბუა“, რომელიც მოწმეთა მოსყიდვას ცდილობს, ბორის კაკუბავაა?

რამდენიმე დღის წინ, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ სკადალური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის ბაბუა მისი შვილიშვილის იქ ყოფნის ფაქტის დაფარვას გაკრვეული თანხის სანაცვლოდ ითხოვდა. ამ საკთხთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაკითხეს და გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე ხელიც მოაწერინეს. ამგვარად, „ბაბუის“ ვინაობა მედიისთვის უცნობი დარჩა. გაზეთმა „ვერსიამ“ ამ […]

ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. 2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად: სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება; საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების […]

ბაკურიანის გამგებელს მეზობელი სახლის წართმევაში ადანაშაულებს – ვის ქონებას ითვისებს გობრონიძე

მოქალაქე ბაკურიანის გამგებელს სახლის წართმევაში ადანაშაულებს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბაკურიანში იმყოფება და სწორედ დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.ქალბატონის თქმით, 28 წელია აღნიშნული მისამართზე ცხოვრობს, თუმცა ბაკურიანის გამგებელი ქონების გადაცემას მისი მამიდაშვილისთვის ცდილობს. მოქალაქე ამბობს, რომ პრობლემები გობრომიძის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო. – ეს ხალხი 28 წელია ცხოვრობს ამ სახლში, კომუნალურებიც მათ სახელზე მოდის, ეს სახლი მის […]

საქართველოში 15.000-მდე ქალი ორსულობის დროს ერთხელ მაინც უცემიათ

საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალი ფეხმძიმობის დროს უცემიათ. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარა. “იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა, სულ მცირე, ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის”, – ნათქვამია კვლევაში. საუბარია ძალადობის ფორმებზეც: “მათგან 37%-მა განაცხადა, რომ […]

თელავში ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქალაქ თელავში, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდა კაცის ცხედარი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცხედარი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი

157-ე სკოლაში პატრული გამოიძახეს – რა მოხდა სპორტის გაკვეთილზე

ინციდენტი მოხდა თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში. ადგილზე მუშაობდნენ როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით დღეს ერთმანეთს ორი მერვეკლასელი დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება სპორტის გაკვეთილის დროს მერვეკლასელებს შორის მოხდა, შედეგად ერთი მოზარდი დაშავდა, მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა დაზიანებები მსუბუქი აღმოჩნდა და არასრულწლოვნის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. ორივე მოზარდი ამ დროისათვის […]

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია საპატიმროდან გაათავისუფლეს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია საპატიმროდან გაათავისუფლეს. ღოღობერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი და ირაკლი ჩხვირკია უდოს კომისიამ პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის 10 იანვარს მიუსაჯა.

15 ათასამდე ქალს ორსულობისას ფიზიკური ძალადობა განუცდია – კვლევა საქართველოში

იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 15 000 ქალს უდრის. მათგან 37% განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და […]

რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს

რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები – „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული […]

„სუს-ს მივაწვდი ყველა ინფორმაციას“ – ზვიად კუპრავა დაკითხვაზე დაიბარეს

„სამართლდამცავთ რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც კუპრავა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, სუს-ს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ იმ ინფორმაციას მიაწვდის, რომელიც მისთვის ყოფილი სპეცსამსახურელისგან გახდა ცნობილი. ამასთან, კუპრავა იმ ყოფილი ძალოვანის ვინაობასაც დაასახელებს, რომელიც მზადაა, გამოძებას დაეხმაროს. „ხვალ, 12 საათზე დაბარებული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სუს-ს მივაწვდი […]