კატეგორია: სამართალი

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 32 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს ნაკვეთი ჭრილობების სახით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ქალი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და ჯერჯერობით უცნობია როდის გადაიყვანენ პალატაში. 11 იანვარს თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში კაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა. 32 წლის ქალსა და 36 წლის კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ […]

შსს-მ ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.თ. რუსთავში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს – 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, […]

ოზურგეთში სომეხი ბიზნესმენი დააყაჩაღეს – მამაკაცი საავადმყოფოშია

ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს ქალაქ ოზურგეთსი მცხოვრები 31 წლის არტურ სუკასიანი, დღეს დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას, გრიბოედოვის ქუჩის ერთ ერთი მრავალსართულიანი კორპუსიდან, გამოსვლისას დააყაჩაღეს. ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენს დილით, თავს ორი ნიღბიანი ბოროტმოქმედი დაესხა, დაზარალებულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სუკიასიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და შემდეგ გონება დაკარგულს ხელთ არსებული თანხა წაართვეს. როგორც “ნიუპოსტთან” […]

ქუთაისის კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ. “ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლის შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა,” – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. […]

თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა – ქალს 14 ჭრილობა აქვს

თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა. ახალგაზრდა ქალს 14 ჭრილობა მუცლისა და საზარდულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულია მეგობარი მამაკაცის მდგომარეობაც. ნიუპოსტი

გორელებმა „სოკარს“ პროკურატურაში უჩივლეს

გორელები „სოკარის“ შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივები „საქგორგაზსს“ პროკურატურაში უჩივიან. მათი განცხადებით საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართეს. განცხადებაში წერია, რომ გაზმომარაგების კომპანიამ აბონენტებს დეკემბრის თვის გადასახადი ხელოვნურად გაუზარდა და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. წერილს თან ერთვის 500-მდე ხელმოწერა. ანალოგიურ განცხადებას გორელები სემეკშიც შეიტანენ. შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური, წინა თვესთან შედარებით, […]

სასამართლომ ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე კეზერაშვილი გაამართლა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. „მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც ბრალს დაადასტურებდა“, – განაცხადა მოსამართლემ. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა 2010 წელს, ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი ჩამოართვა მამა-შვილ ნიჟარაძეებს. გამოძიების მასალებით, […]

საია-მ გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის […]

სოფელ ნაფარეულში, 20 წლის გოგოს 10 დღეა ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მცხოვრებ 20 წლის გოგოს ოჯახი რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, თიკო ხუციშვილი სახლიდან 10 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. შსს-ში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ირაკლი კეკელიას დედა – “ჩემს შვილს მეგობარმა ესროლა და მდინარეში გადააგდო”

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას დედის მარინა კეკელიას ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის მეგობარია. – ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთად ვარჯიშობდნენ.რამდენიმე თვეა უთანხმოება აქვთ. წაუყვანია მდინარესთან, ორი ტყვია უსვრია, შეუხვევია და გადაუგდია. ორნი ყოფილან. ეს ფაქტი ერთერთმა თანასოფლელმა ნახა და ჩვენ დაგვიკავშირდა. საქმე აქედან გაიხსნა. მომიძებნეთ შვილის ცხედარი, – აცხადებს მოკლულის დედა. […]