კატეგორია: სამართალი

11 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში 11 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა კეკელია ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე რიონში გადააგდეს. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ინტერპრესნიუსი

ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ნარკოდანაშაული გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების […]

მარიამ კუბლაშვილი – “თემირლანს ხელყუმბარა ჩაუდეს… სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება”

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურადაა ჩადებული. – ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ თემირლანს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი მტკიცებულება სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაა. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ფიზიკურად ვერ მოასწრებდა სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული […]

ხობში ავარიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცავი გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაშია მეორე დაშავებულიც, დანარჩენი ოთხი პირის მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლების ავტომანქანა ავარიაში დღეს მოყვა. შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა. ნიუპოსტი

ზურაბ იდოიძეს ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს – იდოიძე ბრალს არ აღიარებს

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. იდოიძის ადვოკატის თქმით მის დაცვის ქვეშ მყოფს სუსმა ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.თავად იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. – ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-23 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს […]

ზვიად კუპრავას ცემისთვის მისი მეზობელი, გ.დ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ცემის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გ. დ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. შსს-ს განცხადებით, კუპრავას კონფლიქტი […]

ხობში პოლიციელთა მანქანა ავარიაში მოჰყვა – 1 პოლიციელი გარდაიცვალა

ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლების ავტომანქანა ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოგვიანებით ერთ-ერთი სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ “პირველს” ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს. ავარიისას 6 ადამიანი დაშავდა, 4 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ ეტაპზე ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შინაგან […]

ქუთაისში მშენებლობაზე 60 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში ხახანაშვილის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობაზე 60 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა. გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ზუსტი ინფორმაცია ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე […]

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავდაპირველად, გამოძიება აღნიშნულ პირებს 225-ე მუხლის საფუძველზე ედავებოდა, რაც მასობრივ არეულობასა და ორგანიზებას გულისხმობდა, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა.  როგორც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა, თუმცა 226-ე მუხლის საფუძველზე მათ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობა მიიღეს.  […]

ზვიად კუპრავა დანით თავში დაჭრეს

ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ფეისბუქზე დაწერა: “დღეს, გვიან ღამით ჩემთვის უცნობი პიროვნება დამესხა თავს, რომელმაც დანით მომაყენა ჭრილობა თავის არეში. ვიმყოფები ღუდუშაურის საავადმყოფოში.” დაშავდა მასთან ერთად მყოფი მეუღლეც, მას ხელი აქვს მოტეხილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.