ისნის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის ოჯახი „წითელი ჯვარს“ ცხედრის გადაცემაში დახმარებას სთხოვს, თუმცა „წითელი ჯვარში“ აცხადებენ, რომ მსგავსი მოთხოვნის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს. ორგანიზაციაში, ასევე, განმარტავენ, რომ მსაგავსი მოთხოვნის შესახებ ინფორმცია შესაძლებელია სირიის ბიუროში იქნა გაგზავნილი. ამასთან, როგორც ტვ „იბერია“ იუწყება, ჩატაევის მეუღლე ჩატაევის ცხედრის სირიაში გადასვენებას ითხოვს. – თუ მოხდა მსგავსი მოთხოვნის შესახებ […]
კატეგორია: სამართალი
“გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე ეძებდნენ ჩემს ქმარს… ყველას ამოვალპობ!” – გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლე გვარებს ასახელებს
ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს და მკვლელობა სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება. – გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეული. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5.000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას […]
ირმა ჭკადუა კაცების წინააღმდეგ – “მე ვარ ქალი, მე უნდა მომცენ ხმა”
ირმა ჭკადუამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. მისი თქმით, ახლანდელი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი “მემკვიდრის სახით დავით ასათიანის დატოვებას გეგმავს”. ამის შესახებ 1tv წერს. ამასთან ჭკადუა დასძენს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობაა უნდა დასრულდეს. – მე ვარ ქალი, მე უნდა მომცენ ხმა და ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს, – განაცხადა ირმა ჭკადუამ. შეგახსენებთ, […]
ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე იუსტიციის საბჭოს სასამართლოში უჩივის
თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი მოსამართლის საქმის განხილვას იწყებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. მაია ბაქრაძის ინტერესებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” იცავს, ორგანიზაციის განმარტებით მაია ბაქრაძემ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, თუმცა თანამდებობაზე არ დანიშნეს. მაია ბაქრაძის დაცვის მხარის განცხადებით, ყოფილი მოსამართლე დისკრიმინაციის მსხვერპლი, მისი […]
ილო ტუღუშის მეუღლე – ”ჩემს ქმარს 5.000 ლარს სთხოვდნენ, მოკლულია ჩემი ქმარი” – ფეხბურთის მსაჯის გარდაცვალების ახალი დეტალები
დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის, ილო ტუღუშის, ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა. გარდაცვლილის მეუღლე და დედა „კურიერს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვებიან, რომელიც მსაჯის გაუჩინარებას წინ უძღოდა. გუშინ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა სახლში მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. არის ვერსია, […]
ფოთში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს
მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.
დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა – „არ მაძლევენ ჩემი რელიგიური სამოსის ჩაცმის უფლებას!“
ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. სასულიერო პირმა სხდომაზე თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს. „აეროპორტიდან გატაცების მომენტიდან ვიმყოფები სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, დაკითხვისას მთხოვდნენ პატრიარქის მკვლელობის მომზადების ორგანიზების აღიარებას და თანამზრახველებად მიტროპოლიტი დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის დასახელებას”- აღნიშნა მსჯავრდებულმა. დეკანოზი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური […]
ნადია პაპუკიშვილის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ო.რ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ნ.პ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან […]
ნადია პაპუკიშვილის სავარაუდო მკვლელის ოჯახის დასაცავად კარალეთში პოლიციაა მობილიზებული
კარალეთში პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით იტყობინება, სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება 2 დღის წინ სოფელში მოკლული 68 წლის ნადია პაპუკიშვილის საქმეს უკავშირდება. კერძოდ, ადგილობრივების მტკიცებით, პოლიციამ მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 20 წლამდე მამაკაცი დღეს დააკავა, მის ოჯახს კი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მოკლულის ნათესავების შესაძლო თავდასხმისაგან იცავენ. კარალეთში ამბობენ, რომ დაკავებული მოკლულის მეზობელია და მისი […]
ცხინვალში ჯარისკაცი ალან ქელეხსაევი ხელკეტებით ცემეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურე ალან ქელეხსაევი რამდენიმე ჯარისკაცმა ცემა. ამის შესახებ მისმა დედამ, ოლესია ყოჩიევამ განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა. მან დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა და გამოძიების დაწყება მოსთხოვა. დაშავებული ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ იგი ცხინვალში არ იმყოფება და, შესაბამისად, მისი შვილის უსაფრთხოება დაცული არაა. ,,ჩემს შვილს ჯარისკაცებმა დუბინკებით სცემეს. ოპერაცია ჩაუტარდა, ჰემატომია […]










